ვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო, ვიდრე ესპანეთთან

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის შეხვედრა საქართველოსა და დანიას შორის ფრედ 0:0 დასრულდა, ნამატჩევს კი  საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"ჩემთვის, რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი გამოვიდა, ვიდრე როდესაც ჩვენ ესპანეთის ნაკრები დავამარცხეთ. არაერთმა ფეხბურთელმა პირველად ითამაშა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დაცვაშიც კარგად ვიდექით და მეორე ტაიმში მომენტებიც გვქონდა.

თუ გავითვალისწინებთ დანიელთა საფეხბურთო დონეს და მათ ვარსკვლავ კრისტიან ერიკსენს, ეს არ არის ცუდი შედეგი. 

ზოგადად ემოციური ადამიანი ვარ, ვთვლი, რომ ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია. ოცი წლის შემდეგ
პირველად მივიღე ყვითელი ბარათი. მსაჯობაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, იყო რამდენიმე სადავო მომენტი, სადაც ჩვენს სასარგებლოდ არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. აგრეთვე ვფიქრობ, რომ იმ კონკრეტულ მომენტში პენალტი არ იყო.

დიდი დანაკლისი იყო ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის არყოფნა, თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ კიტეიშვილისა და აბურჯანიას თამაშით. კიტეიშვილმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ის კარგი იყო ყველა კონტექსტში, როგორც დაცვაში ასევე შეტევაშიც, მან თუ ასე გააგრძელა, ავსტრიის ჩემპიონატი მისთვის საკმარისი არ იქნება. აბურჯანიას დიდი ხანია არ უთამაშია, გადავიდა უკეთესს გუნდში და ეს ნაკრებზეც აისახა.

გია გრიგალავამ ძალიან კარგად ითამაშა, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დავაბრუნეთ ნაკრებში. გრიგალავა რუსეთის ჩემპიონატში რეგულარულად თამაშობს, საკმაოდ ძლიერია და მისი ასპარეზობა საქართველოს ნაკრებისთვის ნაყოფიერია.

ცვლილებებს ვახორციელებ საჭიროების მიხედვით და ხშირად ნაადრევი ცვლილებები არ არის აუცილებელი.

ყველას რაღაც უნდა, ვიცი გულშემატკივარს სურს გამარჯვება. ზოგს ხარაიშვილის, ზოგს ზარანდიას, ზოგს შენგელიას თამაში უნდა - მე დავიღალე ამ კითხვებით. გადახედეთ თქვენს მეტოქეს, სად თამაშობენ მათი ფეხბურთელები? შემადგენლობის შერჩევა ჩემი კომპეტენციაა.

რაც შეეხება ვაკო გვილიას, ნამდვილად საუკეთესო ფორმაშია, კონკრეტულად ამ შეხვედრაში როდესაც შედგა ტაქტიკური შემადგენლობა, მე გავაფრთხილე ის, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა და მან ეს ყველაფერი მიიღო პროფესიონალურად.

რაც მეტი კონკურენცია იქნება საყრდენ ზონაში, მით უკეთესი, ნიკა კვეკვესკირის დაბრუნების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას და ვათამაშებ საუკეთესო ფორმაში მყოფ ფეხბურთელს.

შეგხვდებით ყველა უახლოეს მომავალში, მადლობა გულშემატკივრებს, მადლობა ჟურნალისტებს, მადლობა ყველას".

 

altკარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]



altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

 

altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ

Sportall.Ge






მკითხველის კომენტარები / 33 /
აეს პრესკონფერენციებიც რომ გვიჩვენოთ ხოლმე, როგორც ნორმალურ ქვეყნებშია მიღებული, ვერა?!... ფეხბურთი მხოლოდ რეპორტაჟი და შიგ ჩაკვეხებული რეკლამები როდია..
მ. ტ.
09 სექტემბერი 2019 00:04
0
Emigrant-გეთანხმები აბსოლიტურად ყველაფერში,თითქოს ჩემ გულში იჯექიო.ერთს დავამატებ-მერე რა რო დანიაა,სახლში იმის შიში ვაი არ წავაგოო და იავნად ფრეზე თამაში ცოტა.....ეს ფეხბურთელებზეც გადადის მერე,მახსენდება ლორიას ერთ საათიანი შეტანები ბურთის თამაშში.
კახა ქ.
08 სექტემბერი 2019 23:52
8
Emigrant-გეთანხმები აბსოლიტურად ყველაფერში,თითქოს ჩემ გულში იჯექიო.ერთს დავამატებ-მერე რა რო დანიაა,სახლში იმის შიში ვაი არ წავაგოო და იავნად ფრეზე თამაში ცოტა.....ეს ფეხბურთელებზეც გადადის მერე,მახსენდება ლორიას ერთ საათიანი შეტანები ბურთის თამაშში.
კახა ქ.
08 სექტემბერი 2019 23:52
10
დიდი მწვრთნელი არ არის და ბევრ შეცდომებს უშვებს მაგრამ, ერტ რამეში ვეთანხმები, ხარაიშვილის,ლობჟანიძის,ზარანდიას მსგავში ჩვეულებრივი ფეხბურთელებია საქართველოს ჩემპიონათში ყრია, გაუწყალეს ამ კაცს საქმე ხარაიშვილით, რომ გამოიძახა რა ქრნა რო?ასე იყო ლობჟანიძეზეც,ეს ყოვლისმცოდნეები გაგიჯებით რომ ითხოვდნენ გამოიძახეთ და ყველა თამაშს მოვიგებთო, გამოიძახა, რამდენი შანსი მისცა და ვერაფერი ვერ ქნა, ახლა არავინ ითხოვს მის გამოძახებას. ახლა ხარაიშვილი ზარანდიას ჯერი დადგა. ერთი გიოტებორგს ვერ გასცდა, მეორე ვარეგების სკამს ვერ გასცდა.
amdeni kovlismcodne saldan
08 სექტემბერი 2019 23:50
12
ჯერ ერთი "გიოტებორგი" შვედეთის ჩემპიონატის გუნდია, "ზლუტე ვარეგემი" კი ბელგიის და არამგონია "ანორთოსისი", "თარაზი" და "ტობოლი" სჯობდეს რამით მათ. მეორეც ხარაიშვილიც და ზარანდიაც მშვენივრად თანაშობენ კლუბებში და ნაკრებში შანსი უნდა მიეცეთ აუცილებლად, თუ რახან ლობჟანიძემ არ გაამართლა სხვებს აღარ უნდა ვენდოთ? რა ლოგიკაა? მერე კიდევ 90 წუთი რომ გადის და შეცვლა არ კეთდება და სასტვენის მერე ნახევრადმკვდრები გაიშხლართნენ ბალახზე, მათ მაინც შეცვლიდნენ და არამგონია სიქაგამოცლილ ანანიძეს არ აჯობოს ხარაიშვილმა.
ირაკლი
09 სექტემბერი 2019 09:34
1
ვარეგემის სკამს ვერ გასცდაო რომ წერთ, საიდან იგონებთ, საინტერესოა :) ზარანდია რაც ვარეგემში მივიდა, აბსოლუტურად ყველა მატჩი ძირითადში ითამაშა და ტყუილს რატომ წერთ?! ან თუ ინფორმაცია არ გაქვთ, საერთოდ რატომ წერთ?!
Burton
09 სექტემბერი 2019 00:37
0
მსოფლიოს დაწყებამდე შანსი კიდე გვაქვს. თქვენ უნდა იყოთ რაგბის ნაკრების მწვრთნელი. ვაკეთებ პეტიციას, გთხოვთ ყველა შემომიერთდეთ
რომანა
08 სექტემბერი 2019 23:35
6
გვილია უფრო სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე ანანიძე . ქვილითაია კარგია. ფლანგებიდან შეტევა არაა. ზურიკო და ჩაკვეტაძე რომ იქნება, კაი შემტევი გუნდი გამოვა. მარტო დაცვის იმედად ,ვერ იქნება გუნდი.ვინც უტევს ის იგებს. მეკარემ გადაგვარჩინა წაგებას. 4-3-3 სქემა ჯობია ჩვენთვის. გერმანელებს რომ ვეთამაშეთ ის თამაში მახსენდება ხშირად.ნუ,დღეს ასე თუ ისე ორგანიზებული გუნდი იყო, ანუ არ იყო ქუჩის გუნდი, იმის თქმა მინდა.
თამაზი
08 სექტემბერი 2019 23:26
5
რატომ გაუწყალეთ გული ამ ხარაიშვილით? ხომ ყავდა 3 ჯერ გამოძახებული ? ორი მატჩი ათამაშა და არ მოეწონა ეტყობა თორემ რა ჯინი უნდა ჭირდეს ასეთი რომ არ ათამაშოს? მის პოზიციაზე თამაში შეუძლია ჯანოს, ვაკოს კიტეიშვილს, გვილიას პარუნას, კვეკვესკირს,აბურჯანიას, ოქრის, რომელი არაა აქედან გამოსაძახებელი? და თან ეს ბიჭები მიჩვეულნი არიან ნაკრებს და იცნობენ ერთმანეთს მოედანზე. სხვა პოზიციის ფეხბურთელები აღარ გვჭირდება?! მწვრთნელი მარტო შეტევაზე ხომ არ ამზადებს ფეხბურთელებს? დაცვისთვის ხომ უნდა დაიზღვიოს თავი თან იმ ფონზე რომ 5-6 ფეხბურთელი მუდმივად აკლია ტრამვის გამო ნაკრებს. ის სახავს ტაქტიკას და ამის მიხედვით ირჩევს ფეხბურთელებს. გადახედეთ ბოლო 30 მატჩს საქართველოს ნაკრების და რომელი მატჩი ჩააგდო ნაკრებმა ბოლოს შვეიცარიის და ირლანდიის გარდა დაასახელეთ ჟურნალისტებმაც და გულშემატკივარმაც?!
Semi
08 სექტემბერი 2019 23:19
14
ბატონო ვაისს, თუ არ იცით გეტყვით. თამაშის სრულყოფილებაზე და ლაფსუსებზე უნდა ისაუბროთ ამხანაგურ თამაშების შემდეგ და არა ოფიციალურ მატჩების მსვლელობისას. ოფიციალურ მატჩებში, მთავარი არის ტაბლო, შედეგი და არა თამაშის ხარისხი!
ფეხბურთი
08 სექტემბერი 2019 23:13
13
მშიშარა კაცო, როცა სამი თამაში გაქვს წაგებული მერე გადაწყვიტე ნორმალური შემადგენლობის დაყენება თუ გაიძულეს?...ბოლოს ხომ მაინც ჩაისვარე, ქვილითაიას ცვლი და დაუშვილი გამოგყავს? ამ დროს იყო ზუსტად ლობჟანიძე საჭირო, დანია შეტევაში მოდიოდა და დასვენებული სწრაფი თავდამსხმელი მეტ ხიფათს მოუტანდა მეტოქეს. სხვისი არ ვიცი, და დანახვა აღარ მინდა ამ ტიპის.
emigranti
08 სექტემბერი 2019 23:06
18
ვაისის უდავად დასაფასებელი თვისებაა ყოველთვის პასუხობს ღიად და გულახდილად ყველა კითხვას, ჩემი აზრით მისი გაშვების მოთხოვნა უაზრობაა, რა თქმა უნდა იდეალური არ არის შეცდომებიც აქვს, შეცვლებსაც საკმაოდ აგვიანებს ხოლმე, მაგრამ მთლიანობაში გამართლებულია მისი ნაკრებში მუშაობა.
გუგა
08 სექტემბერი 2019 23:06
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული