sofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მატჩი საქართველოსა და დანიას შორის ფრედ, 0:0 დასრულდა, საფეხბურთო სტატისტიკურმა საიტმა sofascore-მა კი განვლილი შეხვედრა შეაჯამა.

გამოცემამ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ლორია 8.8 ქულით დაასახელა. დანიელთაგან საუკეთესოდ ტომას დელანი 7.8 ქულით დასახელდა.

ყველაზე დაბალი შეფასება ჯიმი ტაბიძემ მიიღო - 6.3.

საიტმა დანიის ნაკრები 7.12 ქულით შეაფასა, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდი - 6.93-ით.

Sportall.Ge

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო, ვიდრე ესპანეთთან

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

altკარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე

დანიასთან [VIDEO]

 

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ არის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!



Sportall.Ge





მკითხველის კომენტარები / 10 /
ლორიამ და კაშიამ სასიამოვნოდ გამაოცეს, უკვე ჩამოსაწერი მეგონა და თურმე შეძლებიათ. ეს უარესი, რადგან ეჭვებს მიძლიერებს და გამგები გაიგებს რასაც ვგულისხმობ. ერთი ვერ გავიგე ამ შემფასებლების. ვაკომ , ჯანოზე და ოქრიზე ცუდად ითამაშა? მან შექმნა თუ შექმნა და არ ვიცი რა კრიტერიუმებია აქ. ასევე ტაბიძეს კაკაბაძე სჯობდა? არა მგონია და კიდევ ერთი, ქვილითაიას ოქრიმ როგორ აჯობა და აბუს და კაკაბაძეს ერთნაირად რატო აფასებენ. საერთოდ არ მგონია ეს ევროპული სტატისტიკა, უფრო ფედერაციისას ჰგავს.
ვასო
10 სექტემბერი 2019 00:19
1
შმეიხელს რა პონტში აქვს ამხელა შეფასება??? რა გააკეთა?
nnnnn
09 სექტემბერი 2019 22:49
0
ანანიძემ, ოქრიაშვილმა და კაკაბაძემ რანაირად ითამაშეს ტაბიძეზე უკეთ ვერ ვხვდები!!!
fsiuuu
09 სექტემბერი 2019 16:43
1
ტაბიძე არ უნდა იყოს ნაკრებში.
Status quo
09 სექტემბერი 2019 11:11
8
ნამდვილად არ მგონია,რომ ყველაზე სუსტად ტაბიძემ ითამაშა და თან ასე დიდი ჩამორჩენით.მეორე ფლანგზე კაკაბაძეს უფრო უჭირდა ვიზავის შეჩერება,თუმცა დაზღვევა კარგად თამაშობდა და ეს ამცირებდა დაძაბულობას
სოსო
09 სექტემბერი 2019 10:31
2
გეთანხმები. დაცვაში სუსტი წერტილი კაკაბაძე იყო.
გიორგი
09 სექტემბერი 2019 13:39
0
ლორია რომ არ მდგარიყო კარებში: მაგ თამაშს სულ ცოტა ორით ნოლს წავაგებდით, თუ მეტი არა! მადლობა გიორგი ლორიას ესეთი მეკარეობისთვის, უკვე მერამდენედ დაამტკიცა რომ სერიოზული მეკარე ჰყავს ჩვენს ნაკრებს!!!!
tbiliseli
09 სექტემბერი 2019 09:32
1
ხშირ-ხშირად მოგვაწოდეთ ხოლმე ასეთი თვალსაჩინოებანი.... აბა სხვა ვინ გაგვიმხელს, რომ თურმე ჯიმი ჯემალა ყოფილა და ვაკო-ვალერა...
მ.ტ.
09 სექტემბერი 2019 03:15
7
შენი სახელი როგორ იშიფრება, მ.ტ.? ბევრი ვარიანტი მომდის თავში.
ჯონდი ბაღათურია
09 სექტემბერი 2019 10:32
1
მაგ პოზიციას კი ყავს თავისი უზურპატორი, კვირკველია.
ddgfdf
09 სექტემბერი 2019 01:37
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული