მიმართვა ფედერაციას - დროულად დაელაპარაკეთ ვლადიმირ ვაისს!

AutoSharing Option
5 სექტემბერს ვლადიმირ ვაისის შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კვლავ აქტუალურია და გულშემატკივრებს შორის დიდი განხილვის საგანია.

განსაკუთრებულად ვაისის წასვლის ეჭვი დანიასთან ნამატჩევს პრესკონფერენციაზე ვაისის დამშვიდობებით გაძლიერდა, რომელიც ნამდვილად არ ახასიათებს.

ვლადიმირ ვაისი ქართველი არ არის და საქართველოს სამშობლოდ ვერ აღიქვამს. საქართველოს ნაკრებში ის დაქირავებულია და თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს. ამავდროულად, ჩნდება პერსპექტივა საფეხბურთო კლუბის, რომელსაც აქვს საშუალება, ევროთასებზეც გავიდეს და წამყვან კლუბებთან ბურთი გააგოროს.

მაგალითად, "ასტანა" ევროპა ლიგაზეა და მისი მეტოქეებია: "მანჩესტერ იუნაიტედი", "ალკმაარი" და "პარტიზანი". ყაზახურ კლუბს დიდი
ბიუჯეტიც აქვს და სლოვაკ სპეციალისტს შეუძლია არსებულ ხელფასზე ორჯერ ან სამჯერ მეტი თანხა გადაუხადოს. ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აქვს, "ასტანა" კი ევროფორუმებზე ყოველ წელსაა.

ვლადიმირ ვაისის საქართველოს ნაკრებში მუშაობას უამრავი უარყოფითი ნიუანსი ჰქონდა. მეტიც, რომ არა ერთა ლიგის შედეგები, სლოვაკი ნაკრებიდან აქამდე უნდა გაგვეშვა. მაგრამ წინ ერთა ლიგაა, ვაისსაც და რომან გრიგორჩუკსაც კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურებათ. სლოვაკს კი პრესკონფერენციაზე მოლაპარაკებების ამბავი არ უარუყვია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დროულად უნდა დაელაპარაკოს ვლადიმირ ვაისს. მათ ჩვენზე უკეთესად მოეხსენებათ, თუ როგორი სპეციფიკურია ახალი მწვრთნელის დანიშვნა და ფეხბურთელების გაცნობა-შეჩვევა. ეს არ არის საკლუბო ფეხბურთი, სადაც მწვრთნელსა და ფეხბურთელებს ინტენსიური ურთიერთობა აქვთ.

საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ნახევარფინალამდე მხოლოდ ორი შეკრება დარჩა. 12 ოქტომბერს ირლანდიის ნაკრებს ვხვდებით, 15 ოქტომბერს - გიბრალტარის ნაკრებს. მეორე შეკრება ნოემბერშია, სადაც 15 ნოემბერს შვეიცარიის ნაკრებს ვეთამაშებით და თუ ფედერაცია დაგეგმავს, ერთი ამხანაგური მატჩის ჩატარებასაც მოვახერხებთ.

თუ სლოვაკი თუნდაც შემდეგ შეკრებაზე განგვიცხადებს, რომ ის გვტოვებს, ნაკრები ფაქტობრივად განწირულია... რადგან ახალი მწვრთნელის ადაპტაცია, მისი სათამაშო სქემის მორგება, დიდი ალბათობით, ასეთ მცირე დროში ვერ მოხდება, მით უმეტეს, თუ ის უცხოელი იქნება.

ამიტომ მივმართავთ ფედერაციას, დროულად დაილაპარაკეთ სლოვაკ სპეციალისტთან და თუ გეგმაში აქვს წასვლა, რამენაირად უნდა მოხერხდეს, სლოვაკმა მარტამდე კიდევ ერთხელ შეკრიბოს საქართველოს ნაკრები და ერთა ლიგის მატჩებში უხელმძღვანელოს.

სხვა შემთხვევაში შეიძლება დავკარგოთ ის შანსი, რაც უეფამ ერთა ლიგის სახით გვიბოძა.

altვლადიმირ ვაისი: წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა...

altBREAKING NEWS - ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრები უკვე სანაკრებო პაუზის შემდეგ დატოვოს

altმიდის თუ არა ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან? - რეალურად ასეთი სიტუაციაა

alt"ასტანამ" ვლადიმირ ვაისთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა




Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 36 /
ქეცბაია ამ გუნდს გაიყვანს ევრო 2020ზე
ბაჩო
20 სექტემბერი 2019 13:44
3
ფრუიძეს არავინ არ ახსენებს, ჩემი აზრით ეს კაცი ჯადოქარია, ყოველ წელს დაშლილი და ახლად აწყობილი გუნდით რამდენს აღწევს, და რაც მთავარია შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოწოვა შეუძლია თითოეული ფეხბურთელისგან შეუძლია გამართული თანამედროვე სტილის ფეხბურთი ათამაშოს ისეთ გუნდს რომლის მთლიანი ღირებულება ნაკრების ერთი ფეხბურთელის ღირებულებაზე 2 ჯერ და 3 ჯერ ნაკლებია
იაგო
19 სექტემბერი 2019 12:35
0
ვაისი რომ გასაშვებია ამაში ფეღბურთი თუ ვინმეს ესმის ორი აზრიც არ არის! აქ დაწერილ კომენტარებში ზოგს ქეციბაიას ნოსტლგია აქვს ზოგს ცხადაძის, პროფესიონალურად რო მიუდგე არცერთი ძველი სახე არ არის საჭირო უნდა მოვიდეს პროფესიონალი რომელიც გუნდს დამუხტავს და განაწყობს მოგებების წყურვილით! დინამო სუყოველთვის თამაშობდა შემტევი სტილის ფეღბურთს და წარმატებებსაც ახწევდა! ნაკრები ყოველთვის უნდა გამოდიოდეს უმაღლესი მწვერვალის დასაბყრობათ და არა რომ წასაგებათ!
gurami
11 სექტემბერი 2019 17:20
2
ფედერაცია კალთებს ნუ დაახევს. ცეცაძემ მშვენიერი ფეხბურთი ათამაშა ახალგაზრდული.
გიგი
11 სექტემბერი 2019 16:04
1
დროულად დასმული კითხვაა, ოღონდ ვადებში არ გეთანხმებით. ვთქვათ და დარჩა მარტამდე და გავედით ევროპაზე და მერე წავიდა. ვინც არ უნდა მოვიდეს, ახალგაზრდა ფეოლა და ფერგიუსონი ერთად, 2 თვეში გუნდს მოამზადებს? გამორიცხულია! ისე გავთახსირდებით ევროზე რომ შენს მტერს. ამიტომ! ან დღესვე წავიდეს და ახალი მწვრთნელი ბოლო 2 თამაშს მოამზადებს და მარტში მეტნაკლებად აზრზე იქნება, ან ევროს ბოლომდე დარჩეს ვაისი. და ეს სასწრაფოთ უნდა გადაწყდეს!
alexandre
11 სექტემბერი 2019 13:32
2
რას ლაპარაკობთ ხომ არ გადაირიეთ სასწრაფოდ მოაშორეთ სანამ არ დაგვღუპა მერე სანანებელი გაგვიხდება როგორც ყოველთვის
გულშემატკივარი
11 სექტემბერი 2019 13:09
4
დაგვღუპაო, ასეთ სისულელეს რო ამბობთ, მეტი რა დაღუპვა გვინდა, რა გააკეთა ვაისმა ისეთი, რაც აქამდე არ ყოფილა, აშკარად არის პროგრესი, ამის არდანახვა დილეტანტიზმი და ზედაპირულობაა. შევეშვათ პროფესორობას, თუ ფეხბურთი გვიყვარს უბრალოდ გვიყვარდეს, არაა აუცილებელი ყველას გვქონდეს პრეზენტია რომ კარგად გვესმის.
გუგა
11 სექტემბერი 2019 15:22
3
ვაისი რაც უფრო ადრე წავა მით უკეთესია ჩვენთვის...ეს კაცი არაა ჩვენი გუნდის გამყვანი ევროპაზე. რაც ჩეეხება ცხადაძეს ის არ ჩამოვა ნაცნობი მიზეზების გამო და არც მოიწვევს ჩვენი ვაიფედერაცია. არც არველაძე ჩამოვა ამათთან... რჩება ერთი ნორმალური ტრენერი გეგუჩაძე... ნუ ეს ჩემი სუბუექტური აზრია. თუ ჩამოიყვანენ უცხოელს წარმოდგენილი მაქვს უკვე როგორი იქნება, ამ ფედერაციის გადამკიდე...
Maximus
11 სექტემბერი 2019 12:32
2
Piaria vaissis ainteresebt xalxis reaqcia, ramdens gvinda rom cavides vaissi? Mivcxot laikebi moconebaze camsvleli darchenaze unlaiki
Va-Le
11 სექტემბერი 2019 12:23
3
Movikvanot eg grigorchuki.mshvenieri mwvrtnelia.gabala orjer gaikvana evropa ligis jgufshi.uars ar itkvis,tan zviric ar dagvijdeba.tan ukrainelia
gocha
11 სექტემბერი 2019 11:32
0
გრიგორჩუკმა დნიპრო ევროპის ლიგის ფინალში ათამაშა და ნახევარფინალიდან ნაპოლი გამოაგდო.
emigranti
17 სექტემბერი 2019 04:33
0
ეხლა ვაისის წასვლა თუ გაშვება არაა სწორი გადაწყვეტილება,არა მგონია დარჩენილ 6 თვეში ახალმა მწვრთნელმა გუნდი გააკეთოს,განსაკუთრებით ნაკრები,რომელსაც თითზე ჩამოსათვლელი თამაშები დარჩა სათამაშო ბელორუსთან თამაშამდე.
gogia
11 სექტემბერი 2019 10:55
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული