დღეს, 10 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ბაქოში აზერბაიჯანელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

შეხვედრა "დალღა არენაზე" გაიმართება და მატჩის ტრანსლაციას აზერბაიჯანული ტელევიზია წარმოადგენს. Sportall.ge შეეცდება, ინტერნეტტრანსლაციის შემთხვევაში თამაში წარმოგიდგინოთ.

ცეცაძის შეგირდებს ავადმყოფობის გამო ბაქოში ორი ფეხბურთელი არ ახლავს - დავით სამურკასოვი და თორნიკე ძებნიაური. დანარჩენები მწყობრში არიან.

საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ლიხტენშტეინს 4:0 სძლია და აღსანიშნავია, რომ ლიხტენშტეინმა შესარჩევის პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანი 1:0 დაამარცხა.

ნაკრები
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს არასდროს აკლდა ნიჭიერი ფეხბურთელები, თუმცა ევროშესარჩევში ვერასდროს ვაჩვენებდით შედეგს. ამჯერად გია ცეცაძეს საკმარისი დრო ჰქონდა, ამ ასაკობრივი ნაკრების სპეციფიკას გასცნობოდა და გარკვეული შედეგის წარმოსაჩენად ახლა სრული შესარჩევი ციკლი აქვს.

ჯგუფიდან პირველადგილოსანი ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გადის, ხოლო მეორეადგილოსანი თუ საუკეთესო ექვს გუნდში მოხვდა, პლეი-ოფს ითამაშებს. ჩვენს ჯგუფში არიან საფრანგეთი, შვეიცარია, სლოვაკეთი, აზერბაიჯანი და ლიხტენშტეინი.

ჩვენ აქამდეც ვწერდით, რომ სასურველი იყო, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ახალგაზრდულ ნაკრებს დახმარებოდნენ, რადგან მათ საკმაოდ რთული შეხვედრა ელოდებათ და დღეს თუ ისინი ბაქოში იქნებოდნენ, გაცილებით მეტი შანსი გვექნებოდა.

გია ცეცაძემ პირველ შეხვედრაში ნაკრები 3-4-1-2 ტაქტიკით ათამაშა და ვერც ვიტყვით, რომ ეს ფეხბურთელებისთვის უცნობი იყო, რადგან ცეცაძე ნაკრებში დიდი ხანია ამ ტაქტიკას ამუშავებს. თუმცა ლიხტეინშტეინთან შეხვედრაში მოთამაშეები ამ სქემას მთლად იდეალურად ვერ ეწყობოდნენ და გარკვეული ცვლილებები სასურველი იქნება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ნაკრებს სამურკასოვი დააკლდება.

მეტოქე
აზერბაიჯანის ნაკრებმა წინა შეხვედრაში, მოულოდნელად, სლოვაკეთი 2:1 დაამარცხა და აჩვენა, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ არის.

მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ჯამში "ტრანსფერმარკეტზე" 1.9 მილიონ ევროდ არიან შეფასებულნი, როდესაც საქართველოს ნაკრები 6.1 მილიონი ღირს. აზერბაიჯანელებს ხუთი ფეხბურთელი ჰყავთ ლეგიონერი, რომლებიც თურქეთის, ავსტრიის და ჩეხეთის მეორე-მესამე ლიგებში თამაშობენ.

გუნდის გამორჩეული ფეხბურთელები "ყარაბაღის" 21 წლის მცველი ისმაილ იბრაჰიმლი და ავსტრიული "კლაგენფურტის" 20 წლის შემტევი ბარის ეკინჯიერია. ამ უკანასკნელის დუბლით მოუგო აზერბაიჯანმა სლოვაკეთს.

გუნდს სერბი მილან ობრადოვიჩი წვრთნის, რომელიც სერბეთის ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. ამავდროულად, მას სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებიც ჰყავს გაწვრთნილი.

მოლოდინი
მეტოქეს, გარდა საშინაო არენაზე თამაშისა, ჩვენს ნაკრებთან არანაირი უპირატესობა არ აქვს და ეს შეხვედრა სამი ქულით უნდა დავასრულოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამ ჯგუფში გარკვეული წარმატების მიღწევა გვსურს.

თუ ასეთ შეხვედრებში ქულებს ვერ მოვიპოვებთ, საფრანგეთთან და შვეიცარიასთან არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს. არის ნაკრებში ის კონტინგენტი, რომელსაც დღევანდელი შეხვედრის სასურველი ანგარიშით დასრულება შეუძლია. ამისთვის აუცილებელია მწვრთნელმა ძირითადში ყველა ღირსეული ათამაშოს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა);

მცველები: ნიკა მალი (საბურთალო), ილია ბერიაშვილი (თელავი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო);

ნახევარმცველები: პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი კუცია (დილა), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი);

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი).

ნანა
რას გადაეკიდეთ კვარაცხელია-დავითაშვილს,განა ისინი 19წლიანებში არ თამაშობენ,თანაც საკმაოდ წარმატებით მიიწევენ წინ.დავიჯერო ეს არ იცოდით?
ნანა
ვინმემ იცის რომელ არხზე შეიძლება ნახვა
romiko
კვარაცხელია აქ როგორ ითამაშებს თუ არსენალში მიდის,
გიორგი გორგაძე
მიდით ბიჭებო, თქვენ მაინც ითამაშეთ შემტევი ფეხბურთი. წარმატებებს გისურვებთ. აყურებინეთ ბატონ ვაისს
Gio
ხომ შეიძლებოდა დავითაშვილს და კვარაცხელიას რომ ეთამაშათ? რატომ არ არიან?????????
Irakli Apkhaidze
ჰო და აჩვენეთ რომელიმე არხმა!
Irakli Apkhaidze
ხოო, კვარაცხელია მით უმეტეს... მარა ალბათ ამდენი ხნით აღარ დატოვეს და ლოკომოტივის ინტერესებიც გაითვალისწინეს...
სოსო
თუ სახელების მიხედვით ვიმსჯელებთ,საკნაოდ კარგი გუნდია,რეალურად კი,საქმე გვაჩვენებს.დავითაშვილი და კვარაცხელია შეიძლებოდა დიდი ნაკრებიდან იმ თამაშების შემდეგ გადაეგზავნათ ამ ნაკრებში.მეორე თამაში ხომ არ უთამაშიათ და გადაღლილები არ იქნებოდნენ.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
7-კაცა | მე-5 ადგილისთვის ესპანეთს ვეთამაშებით
"დილაში" გერმანელი მცველი ითამაშებს
ჰოლანი: ბრაზილიასთან განსაკუთრებული შეხვედრა იქნება
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
[VIDEO] კინაღამ სასწაული მოხდა. მესის რეკორდები - არგენტინამ კაბო-ვერდეს ძლივს მოუგო
7-კაცამ ჩემპიონატი ბელგიისა და იტალიის ძლევით გახსნა
[VIDEO] ეგვიპტემ ავსტრალიას პენალტების სერიაში სძლია და მეორედ გავიდა მერვედფინალში
ოფიციალურად - ალეგრი "ნაპოლის" მწვრთნელია
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი - ერთი დებიუტანტით და ვეტერანით
ფავორიტებიდან ლუსაილამდე: საფრანგეთისა და არგენტინის 20-წლიანი საფეხბურთო ოდისეა
თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ტერ შტეგენი კარიერას "აიაქსში" გააგრძელებს
სამწუხარო ამბავი - ზურაბ პეტრიაშვილი გარდაიცვალა
"მესიმ მუნდიალზე გოლების ლიმიტი ამოწურა" - ირწმუნება განელი შამანი
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა
"VAR-ი აღარ არის საჭირო, ის ფეხბურთს ანადგურებს" - ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
[VIDEO] რუსული ხაჭაპურის დიდი სიყვარული და პუტინის წყალობით აცილებული პრობლემები - ვინ არის არმან ცარუკიანი?
დიდი ცვლილებები - კლოპი მუნდიალზე გერმანიის შერცხვენის შემდეგ შვებულებიდან ბრუნდება
რამუშის შემცვლელი - პსჟ-მა ფლორიან ბალოგუნის შეძენა მოინდომა
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ახალგაზრდული აშშ-ს და მოლდოვას დაუპირისპირდება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[VIDEO] U21. მსაჯმა თამაში გააფუჭა - საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა ლატვიასთან ქულები გაიყო
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. აზერბაიჯანი - საქართველო [LIVE]
[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე - საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია