U21. საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანსაც დამაჯერებლად მოუგო და სამი მძიმე გასვლა ელის [VIDEO]

AutoSharing Option
10 სექტემბერს, ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად აზერბაიჯანს 3:0 სძლია.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, ცალკარა თამაში წავიდა და მეკარე იბრაჰიმოვმა სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი.

შუა პირველ ტაიმში მასპინძლებმა თამაში გაათანაბრეს, შემოგვიტიეს კიდეც, დროებით და უშედეგოდ.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი არველაძემ ანგარიში გახსნა.

უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანელები ხშირად უხეშობდნენ, მეორე ნახევრის დასაწყისში მათმა კაპიტანმა გაჯიევმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.

ამას ცეცაძის შეგირდების იერიშები მოჰყვა და გოლკიპერმა არველაძესა და მალის არ დაანება გატანა.

თუმცა შემდეგ
ბუღრიძემ და არაბიძემ დალაშქრეს მეტოქის კარი და ჩვენმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა  ლიხტენშტაინის შემდეგ აზერბაიჯანიც დაამარცხა, 6 ქულა დააგროვა (ბურთების შეფარდება 7:0) და ამის შემდეგ სამი რთული გასვლა ელის - შვეიცარიასთან, საფრანგეთთან და სლოვაკეთთან.

ბაქო. "დალგა არენა"
აზერბაიჯანი - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 არველაძე (47+2), 0:2 ბუღრიძე (73), 0:3 არაბიძე (84)
გაძევება: გაჯიევი (49)

აზერბაიჯანი: იბრაჰიმოვი (ზაკიევი 70), სეილიგლი, ტამაზოვი, გაჯიევი, ნაბიევი (მეგარამლი 46), სეიდიევი, იბრაჰიმლი (ჯაფურგულიევი 46), ეკინჩიერი, სეიდოვი, მანაფოვი, ოკსუზი (ქურბანლი 60)

საქართველო: გუგეშაშვილი, მალი (სპანდერაშვილი 86), ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ნინუა (კოხრეიძე 70), სილაგაძე, კუცია, არველაძე (კიტეიშვილი 78), არაბიძე, ქავთარაძე (ბუღრიძე 70)

altაზერბაიჯანელთა ნახევარმცველი: საქართველო ჩვენზე ძლიერი არ არის


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 20 /
არაბიძე სასწრაფოდ ეროვნულ ნაკრებში !
ლაშა
11 სექტემბერი 2019 13:30
6
ჯანო არა ფლავი, ჯანო არაფერი ფეხბურთელი არაა, გადაახვიეთ და ნახავთ 2-ე ტაიმში საერთოდ არ დაუკარებია ბურთისთვის ფეხი, თუ არ ჩავთვლით მატჩის დასასრულს ჯარიმის მომენტს.
ნიკა
11 სექტემბერი 2019 13:14
16
ჩემი აზრით საქართველოს ნაკრებმა ძლიერ გუნდებთან უნდა ითამაშოს 3 საყრდენით.კანკავა კიტეიშვილი და ჯანო კარგად იჭერს ბურთს.
Buxrika
11 სექტემბერი 2019 00:22
20
კანკავა რომ დისკვალიფიკაციას მოიხდის, მერე გაცილებით სხვა გუნდი ვიქნებით. საყრდენი ზონა გამაგრდება მნიშვნელოვნად და ერთი კარგი გამტანი თავდამსხმელი გვინდა, რა დროს არაა მჭედლიძე ფორმაში
რომანა
10 სექტემბერი 2019 23:41
36
რად ბოდავ რა კანკავა, ახალგაზრდულ ნაკრებზეა საუბარი
გიორგი
11 სექტემბერი 2019 00:08
0
რა დროს მჭედლიძეა, შარშანდელი თოვლივით ვისღა ახსოვს, ან ვის რად უნდა. სადაც არის იქაც ხურდაშიც არ იღებენ 'ბ' სერიაში, თუ ძმა ხარ.
ალალე
11 სექტემბერი 2019 01:20
4
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული