ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში, სტუმრად აზერბაიჯანის 3:0 ძლევის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა გია ცეცაძემ ძალზე დელიკატურად ისაუბრა და თავისი გუნდის უფრო მაღალ კლასსა და უპირატესობას ხაზი არ გაუსვა.
"ვთვლი, რომ ჩვენ კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. 3:0 ამ შეხვედრის რეალური შედეგია. მომგებიანი იყო გოლის პირველი ტაიმის დასასრულს გატანა, მაგრამ იქამდეც გვქონდა მომენტები.
მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე კაცნაკლული დარჩა, უპირატესობას დავეუფლეთ. მნიშვნელობა არა აქვს, რა ანგარიშით მოვიგეთ. აზერბაიჯანს კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა ჩემი აზრით, თქვენი ფეხბურთელები სლოვაკეთთან შეხვედრაში დაიღალნენ. მათ მაშინ კარგად იასპარეზეს და გამარჯვება დაიმსახურეს", - ციტირებს ცეცაძეს azerisport.com-ი.
U21. საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანსაც დამაჯერებლად მოუგო და სამი მძიმე გასვლა ელის
U21. საქართველოს ნაკრები გამარჯვებას ზეიმობს - ფოტო გასახდელიდან
აზერბაიჯანელთა მწვრთნელი: ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო უფრო ძლიერი იყო