ახალგაზრდული ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში, სახლში მარცხის (0:3) მიუხედავად, აზერბაიჯანელთა ნახევარმცველი ფარიდ ნაბიევი საქართველოს ნაკრებს მათზე უფრო ძლიერ გუნდად არ მიიჩნევს.
აი, რა გაუმხილა მან ნამატჩევს azerisport.com-ს:
"ალბათ, შეხვედრისთვის ვერ განვეწყვეთ. ცუდად ვითამაშეთ. მომენტები გვქონდა, მაგრამ დიდხანს ვიდექით დაცვაში დ გუნდი თავდაჯერებული არ იყო. ასეთ მოწინააღმდეგესთან თამაში შეიძლებოდა, მაგრამ ვერ გავიგე, რა დაგვემართა. თამაში არ წაგვივიდა და ეს ქართველებმა გამოიყენეს.
სლოვაკეთთან მოგების შემდეგ ეიფორიაში არ ვიყავით, უბრალოდ დავიღალეთ. საქართველოს ჩვენზე ძლიერ გუნდად არ ვთვლი. მათი დამარცხება შეგვიძლია, თუმცა არ გამოგვივიდა.
მატჩის მერე ბევრმა კინაღამ იტირა... ძალიან გვინდოდა საკუთარ მოედანზე მეტოქის ძლევა. გულდასაწყვეტია 0:3 წაგება. ეს ჩვენთვის რთულია. უნდა მოვითმინოთ და მომავლისაკენ ვიყუროთ.
გაჯიევის გაძევებამ ჩვენი სიტუაცია გაართულა. უკან მოგვიწია დახევა, შეტევა არ გამოგვდიოდა. სიტყვები არ მყოფნის".
U21. საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანსაც დამაჯერებლად მოუგო და სამი მძიმე გასვლა ელის
U21. საქართველოს ნაკრები გამარჯვებას ზეიმობს - ფოტო გასახდელიდან
აზერბაიჯანელთა მწვრთნელი: ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო უფრო ძლიერი იყო