აზერბაიჯანელი ნახევარმცველი 0:3 წაგების შემდეგ: საქართველო ჩვენზე ძლიერი არაა

AutoSharing Option
ახალგაზრდული ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში, სახლში მარცხის (0:3) მიუხედავად, აზერბაიჯანელთა ნახევარმცველი ფარიდ ნაბიევი საქართველოს ნაკრებს მათზე უფრო ძლიერ გუნდად არ მიიჩნევს.

აი, რა გაუმხილა მან ნამატჩევს azerisport.com-ს:

"ალბათ, შეხვედრისთვის ვერ განვეწყვეთ. ცუდად ვითამაშეთ. მომენტები გვქონდა, მაგრამ დიდხანს ვიდექით დაცვაში დ გუნდი თავდაჯერებული არ იყო. ასეთ მოწინააღმდეგესთან თამაში შეიძლებოდა, მაგრამ ვერ გავიგე, რა დაგვემართა. თამაში არ წაგვივიდა და ეს ქართველებმა გამოიყენეს.

სლოვაკეთთან მოგების შემდეგ ეიფორიაში არ ვიყავით, უბრალოდ დავიღალეთ. საქართველოს ჩვენზე ძლიერ გუნდად არ ვთვლი. მათი დამარცხება შეგვიძლია, თუმცა არ
გამოგვივიდა.

მატჩის მერე ბევრმა კინაღამ იტირა... ძალიან გვინდოდა საკუთარ მოედანზე მეტოქის ძლევა. გულდასაწყვეტია 0:3 წაგება. ეს ჩვენთვის რთულია. უნდა მოვითმინოთ და მომავლისაკენ ვიყუროთ.

გაჯიევის გაძევებამ ჩვენი სიტუაცია გაართულა. უკან მოგვიწია დახევა, შეტევა არ გამოგვდიოდა. სიტყვები არ მყოფნის".


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა გიკვირთ ხალხო, შარშან ყარაბახმა ჩელსისთან 0:10 რომ წააგო, აზერი კომენტატორი მსაჯს აბრალიდა
...
11 სექტემბერი 2019 14:10
0
ფეხბურთის თამაში რომ არ იცინ ფაქტია ,მაგრამ არც შეფასების უნარი ქონიათ..
ნოდიკო
11 სექტემბერი 2019 11:28
0
გეგონოს
შოკირებული გულშემატკივარი
11 სექტემბერი 2019 10:27
0
ex chveno azero pegburtelo, pegburti leksi kiaraa ro daizepiro, tandakolili nichi unda ggondes, magram vin mogcat tkven amis bedniereba,
KUTAISELI
11 სექტემბერი 2019 09:17
2
ძლიერი თუ არ არის 0-3 როგორ წააგეთ? აბა ბოქსი ხომ არაა სისხლი გადინოთ?
Geo_Dinamo
11 სექტემბერი 2019 08:38
1
გარდა იმისა რომ ნულით სამი წააგეთ სხვა დროს როდის მოგიგიათ?
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
11 სექტემბერი 2019 07:39
0
კიდევ :"ტრუსები გიჭერდათ კვერცხებზე და ბუცები აგერიათ ჩაცმისას, ყავის დალევა ვერ მოასწარით და ეს ოხერი სექტემბერიც მოულოდნელად დადგა"....ჩამონათვლის ცვლილება უსასრულოდ შეიძლება და აი, ანგარიშიც შეცვლა კი არა...:)))
saba
11 სექტემბერი 2019 07:21
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული