გერმანულმა სპორტულმა საიტმა transfermarkt-მა განაახლა გარკვეული ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები და ცვლილებები შეეხოთ "რუბინის" ქართველ ლეგიონერებს, რომელთა ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა.
ზურიკო დავითაშვილის ფასი აქამდე 500 000 ევრო იყო, ხოლო 10 სექტემბრის შემდეგ მისი ღირებულება 1 500 000 ევრო არის, რაც 1 მილიონი ევროთი მეტია.
ხვიჩა კვარაცხელიას ფასი კი ცვლილებამდე 900 000 ევრო იყო. განახლების შედეგად ხვიჩას სატრანსფერო ფასი, ზურიკოს მსგავსად, 1 500 000 ევროა, რაც 600 000 ევროთი მეტია.
ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასების ზრდა რუსეთის პრემიერლიგაში სისტემატურმა კარგმა თამაშმა და ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულმა შეხვედრებმა გამოიწვია.