დავითაშვილის სატრანსფერო ფასი 3 მლნ ლარზე მეტით გაიზარდა, კვარაცხელიას - თითქმის 2 მილიონით

AutoSharing Option
გერმანულმა სპორტულმა საიტმა transfermarkt-მა განაახლა გარკვეული ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები და ცვლილებები შეეხოთ "რუბინის" ქართველ ლეგიონერებს, რომელთა ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა.

ზურიკო დავითაშვილის ფასი აქამდე 500 000 ევრო იყო, ხოლო 10 სექტემბრის შემდეგ მისი ღირებულება 1 500 000 ევრო არის, რაც 1 მილიონი ევროთი მეტია.

ხვიჩა კვარაცხელიას ფასი კი ცვლილებამდე 900 000 ევრო იყო. განახლების შედეგად ხვიჩას სატრანსფერო ფასი, ზურიკოს მსგავსად, 1 500 000 ევროა, რაც 600 000 ევროთი მეტია.

ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასების ზრდა რუსეთის პრემიერლიგაში სისტემატურმა კარგმა თამაშმა და ეროვნულ
ნაკრებში ჩატარებულმა შეხვედრებმა გამოიწვია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რატომ ლარებში,რუსულ რუბლებში დაგეთვალათ,უფრო მეტი გამოვიდოდა,დაახლოებით 100მლ-ნი,თანაც მაგრადაც ჟღერს, 100მლიონი!
me
12 სექტემბერი 2019 09:44
0
და ნოლ-ნულ კპეიკ
ლევანი
21 ოქტომბერი 2019 22:02
0
ნაკრებში უნდა გამოიძახონ ჩემი აზრით ორივე. დვალიშვილს და გელაშვილს მაინც აჯობებენ!!!
რომანა
12 სექტემბერი 2019 00:04
5
ეს დვალიშვილი და გელაშვილი მართლა რა იყო. რას გვერჩოდნენ ნეტა
12 სექტემბერი 2019 02:30
0
რა დროს დვალიშვილი და გელაშვილია, ძილმა წაგიღო წლების წინ და ახლა გიღვიძე?დდდდდ
Mmm
12 სექტემბერი 2019 01:29
0
მაგ ფასად ჯაგლაგ ცხენს ვერ იყიდით, იჩქარეთ!!!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
11 სექტემბერი 2019 16:46
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული