გიორგი ხარაიშვილმა დუბლი შეასრულა - თუმცა ნაკრებში პერსონა-ნონ გრატაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატზე "ჰამარბიუსთან" დუბლი შეასრულა.

თუმცა მატჩში, რომელსაც სტოკჰოლმში 26 52 მაყურებელი დაესწრო, ხარაიშვილს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და "გეტებორგი" 2:6 განადგურდა.

გიორგიმ ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა და ამას გარდა, მის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში არაფრის დიდებით არ იძახებენ.

"გეტებორგი" 23 ტურის შემდეგ 41 ქულით მე-6 ადგილზეა და 21 სექტემბერს "სირიუსს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ძალიან სუსტ ჩემპიონატში თამაშობს. თუ გგონიათ რო ნაკრებშიც შეაგდებს ეგრე???
Vakhtang Lobzhanidze
15 სექტემბერი 2019 21:00
15
ვაისმა დაიგინა მისი არგამოძახება....მოაშორეთ გრენლანდია)) და ვაისი...შეცვლებსაც დროულად მაინც არ გავაკეთებოო))) და ასე შემდეგ...
Aaa
15 სექტემბერი 2019 20:19
6
ვაისს აქვს უაზრო ახირებები. მერამდენედ ჩააგდო თამაში, ფორმაში არ მყოფ ფეხბურთელებს იძახებს და ამბობს კმაყოფილი ვარო. ანანიძეზე მეტ სამუშაოს მაინც შეასრულებდა.
ჯემალი
15 სექტემბერი 2019 19:58
8
ლუკას - შემოატრიალა არა მაგრამ ბევრი მწვრთნელის დროს მოხდა ისე, რომ თამაშები რომლებსაც ვაგებდით ფრედ დაამთავრა? მოლდოვასთან 2:2, უელსთან 1:1, ირლანდიასთან 1:1, მგონი ყველა არაა თან
valderrama
16 სექტემბერი 2019 02:23
0
Luka - ს: კი, ირლანდიასთან და უელსთან:)
ანესთეზეოლოგი
15 სექტემბერი 2019 23:52
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული