23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატზე "ჰამარბიუსთან" დუბლი შეასრულა.
თუმცა მატჩში, რომელსაც სტოკჰოლმში 26 52 მაყურებელი დაესწრო, ხარაიშვილს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და "გეტებორგი" 2:6 განადგურდა.
გიორგიმ ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა და ამას გარდა, მის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში არაფრის დიდებით არ იძახებენ.
"გეტებორგი" 23 ტურის შემდეგ 41 ქულით მე-6 ადგილზეა და 21 სექტემბერს "სირიუსს" უმასპინძლებს.
თამაშისთვის, ანუ ფეხბურთი თამაშია და არა გოლის გატანა. ითამაშებ, დაგიძახებენ, გეიტაან, რა გეჩქარებოდა! ვინ გთხოვა! რა ძალა გედგა? ეხლა იმათ მეკარესაც შეხედე, კაცს ძლივს შანსი გოუჩნდა კაი გუნდში გადასულიყო და ბაც! ჩაუშალე ტრანსფერი.. აბა ესეთს ვინ დაგიძახებს???
P.S. ამ შეცვლების დაგვიანება არ დაგვიანების საკითხი კი ჩვენზე უკეთ ესმის მერწმუნეთ!