ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/pg/CrystalbetErovnuliLiga/

საქართველოს ეროვნული ლიგის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნდა მე-3 წრის სიმბოლური ნაკრები, დასახელდა საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო ფეხბურთელი.

ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესო ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ნიკა ნინუა გახდა, საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი კი "რუსთავის" დამრიგებელმა ვარლამ კილასონიამ მიიღო.

რაც შეეხება სიმბოლურ გუნდს, ეროვნული ლიგის მე-3 წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი ("რუსთავი")

მცველები: მამუკა კობახიძე ("დინამო" ბთ), ვიქტორ მონხილი ("დინამო" თბ), ლევან გეგეჭკორი ("დინამო" ბთ), ლუკა სილაგაძე ("რუსთავი")

ნახევარმცველები: ჯამბულ ჯიღაური ("დინამო" ბთ), ნოდარ ქავთარაძე ("დინამო" თბ),
სანდრო ალთუნაშვილი
("საბურთალო"), ნიკა ნინუა ("დინამო" თბ)

თავდამსხმელები: ფლამარიონი ("დინამო" ბთ), ლევან კუტალია ("დინამო" თბ)

სიმბოლურ გუნდში 4-4 ფეხბურთელი ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" შემადგენლობიდან არის, 2 ფეხბურთელია "რუთავიდან" და 1-ც "საბურთალოდან".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბანძი სისტემაა.
ddgfdf
20:17 17-09-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული