19 სექტემბერს "ფიფა/კოკა-კოლას" ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 საფეხურით დაწინაურდა.
"ჯვაროსნები" 1264 ქულით 91-ე ადგილზე იმყოფება. 25 ივლისის შემდეგ ფიფამ ახალი რეიტინგი პირველად გამოაქვეყნა.
ამ დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი გამართა. ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩში ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშეს, ხოლო შინ დანიასთან, ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, ფრედ, 0:0.
რაც შეეხება ჩვენი შესარჩევი ჯგუფის მონაწილეებს, გიბრალტარი 197-ე ადგილზეა, ირლანდია - 28-ზე, დანია მე-14 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო შვეიცარია მე-11 ადგილზეა.
რეიტინგის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:
- ბელგია
- საფრანგეთი
- ბრაზილია
- ინგლისი
- პორტუგალია
- ურუგვაი
- ესპანეთი
- ხორვატია
- კოლუმბია
- არგენტინა
ახლა ფრეს თამაშობენ.
მალე ყველა თამაშს მოიგებენ.
ახლა ფრეს თამაშობენ.
მალე ყველა თამაშს მოიგებენ.