საქართველოს ეროვნული ლიგის ოფიციალური "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, 24 წლის უკრაინელი თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა და კვლავ გორის "დილას" ღირსებას დაიცავს.
კოვტალიუკი საქართველოს ჩემპიონატში 2017 წელს გამოჩნდა, ფოთის "კოლხეთის" რიგებში. ფოთელთა რიგებში უმაღლესი ლიგის 16 ჩატარებულ შეხვედრაში კოვტალიუკმა 10 გოლი გაიტანა და თბილისის "დინამოში" გადავიდა. დინამოელთა რიგები უკრაინელმა ფორვარდმა გატანილი გოლის გარეშე დატოვა, თუმცა გორის "დილაში" გადაბარგებულმა ეროვნულ ლიგაში 21 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
საქართველოს ჩემპიონატიდან კოვტალიუკი სამხრეთ კორეის მეორე ლიგის "ანიაგში" თამაშობდა და 11 ჩატარებულ მატჩში 3 გოლი გაიტანა. სწორედ კორეული კლუბი იყო კოვტალიუკის ბოლო გუნდი და ამიერიდან, გორელთა მაისურით ეცდება გოლების გატანას.