ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში გასვლაზე 0:1 დამარცხდა ჯიმი ტაბიძის "უფასთან".
"სპარტაკმა" მიჯრით მეოთხე შეხვედრა წააგო და 14 ქულით ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა, ამდენივე ქულით და ბურთების უკეთესი შეფარდებით "უფა" მე-6 პოზიციაზეა.
რაც "სახალხო გუნდმა" ანდრე შურლე დაიმატა, ანანიძეს საერთოდ აღარ ათამაშებენ და ისევ სათადარიგო იყო, ხოლო ტაბიძემ შეუცვლელად იასპარეზა და ყვითელი ბარათი მიიღო.
აღსანიშნვია, რომ "უფას" "სპარტაკის" კარში ბურთი საერთოდ არ დაურტყამს და გამარჯვება რასკაზოვის ავტოგოლით მოიპოვა.
"სპარტაკმა" ზედიზედ მეათე შეხვედრაში ვერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.
წელს, ამ მწვრთნელის პირობებში ჯანო მართლაც ღრმა სათადარიგო გახდა, ასეთი უმნიშვნელო როლი ამ გუნდში არასდროს ჰქონია, ყოველთვის ასე თუ ისე, როტაციის ფეხბურთელად ითვლებოდა.
ძალიან კარგი, სპარტაკს სულ წაგებებს ვუსურვებ.
ისე, თავის მხრივ, არც ჯანო იმსახურებს წარმატებებს თავისი ქცევის გამო.