ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: კუტალიას დუბლი და "დინამოს" ზედიზედ მესამე მოგება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 სექტემბერს თბილისის "დინამომ" სტუმრად საჩხერის "ჩიხურა" ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი გოლი 87-ე წუთზე გავიდა. ლევან კუტალიას წინააღმდეგ საჯარიმოში უხეშად ითამაშეს და პენალტი თავად დაზარალებულმა დაარტყა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ხოლო მატჩის მიწურულს გიორგი კუხიანიძის პასის შემდეგ მეორე ბურთიც შეაგდო და დუბლი შეასრულა.

ეს კუტალიას მე-17 გოლია სეზონში. "დინამომ" ზედიზედ მესამედ მოიგო ეროვნულ ლიგაში.

ამ გამარჯვების შემდეგ "დინამოს" 57 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, თუმცა ლიდერ ბათუმის "დინამოზე" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სტეფანწმინდა. ცენტრალური
ჩიხურა-დინამო (თბ) 0:1
გოლი: 0:1 ლევან კუტალია (87)

ჩიხურა. 4-1-4-1: დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი (დემურ ჩიხლაძე 69), ირაკლი კამლაძე, დავით მაისაშვილი, ირაკლი ლექვთაძე (ბესო დეკანოიძე 65), თორნიკე მუმლაძე, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი (მიშიკო სარდალიშვილი 88), რატი არდაზიშვილი, შოთა კაშია

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

დინამო (თბ).4-2-3-1: ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, კვამე კარიკარი (გიორგი კუხიანიძე 80), აკაკი შულაია, გიორგი პაპავა, გიორგი ქიმაძე, ლევან კუტალია, ნოდარ იაშვილი, ოლეკსანდრ კაპლიენკო, ნიკა ნინუა, ნოდარ ქავთარაძე (არფანგ დაფე 65)

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნუთუ ძნელია შემადგენლობები ფეხბურთელების პოზიციების მიხედვით,რომ გაწეროთ.სხვა საქმეა თუ მოედანს არ უყურებთ და ტრიბუნებს ათვალიერებთ.წალეკა ქვეყანა არაპრეოფესიონალიზმმა
vax-vax
14:03 22-09-2019
0
ჩიხურა რამდენად გავიდეთ?
Dinamotb
23:03 21-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული