პოლონეთის ექსტრაკლასაზე "არკას" ნახევარმცველმა დავით სხირტლაძემ დუბლი შეასრულა.
"არკამ" ლოძში 4:1 სძლია ლკს-ს, სხირტლაძემ პირველ ტაიმში თავისი გუნდი 2:0 დააწინაურა, მეორე ტაიმში კი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
სხირტლაძემ პოლონეთის ჩემპიონატის 7 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
"არკა" 9 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-14 ადგილზეა და 29 სექტემბერს "პიასტს" უმასპინძლებს, იქამდე კი, 26 სექტემბერს ოპოლეში თასზე "ოდრას" შეხვდება.