ათამაშდა, ათამაშდა - გიორგი არაბიძე "ადანასპორის" მოტორია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი არაბიძე მართლაც ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ აქამდე არა და არ აეწყო მისი საკლუბო კარიერა და რაოდენ სასიხარულოა, რომ როგორც იქნა, ჩინებულად ათამაშდა.

"ადანასპორის" ქართველმა შემტევმა 24 სექტემბერს თურქეთის თასზე "ფეტიესპორს" დამატებით დროში თქვენი მოწონებული საჯარიმო გაუტანა, დღეს კი ჩემპიონტზე "ალტაისთან" საშინაო მატჩში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ადანელები არაბიძის მეცადინეობით სამჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ მეტოქემ სამივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება (ბოლოს 90-ე წუთზე) და ფრეს (3:3) მიაღწია.

არაბიძის გუნდი 6 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-13 ადგილზეა და 6 ოქტომბერს სტუმრად "უმრანიესპორს" დაუპირისპირდება. ქართველი
გულშემატკივრისთვის კი მთავარი გიორგის ფორმაში ჩადგომაა და იმედია, პროგრესირებას განაგრძობს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თურქეთის პირველ ლიგაში თუ საუკეთესო იქნება ეს დიდი წარმატებაა, ხოლო თურქეთში წარმატების მიღწევა არ არის უბრალო საქმე.
ილია
29 სექტემბერი 2019 02:27
5
როგორც კი პიროვნებად ჩამოყალიბდება, ეგრევე დიდ ფეხბურთს ითამაშებს, ჯერ პაცანია სამწუხაროდ.
ბმბ
29 სექტემბერი 2019 01:32
3
გრცხვენოდეთ ეს რომ მთავარ სტატიად გაგაქვთ. თურქეთის მეორე ლიგაში ტამაშობს არ დაგავიწყდეთ )
zwevsi
29 სექტემბერი 2019 01:19
8
სად ათამაშდა სად? თურქეთის პირველ ლიგაში?
ჯონდო
29 სექტემბერი 2019 00:21
11
ამ იდიოტი ფედერაციის დაბლოკვა რო არა ნაკრებშიც იქნებოდა და ევროპაშიც ცნობილი იქნებოდა.. უკეთეს გუნდში თამაშისას კი ნაკრებსაც გამოადგებოდა
ნახალოვკელი
29 სექტემბერი 2019 00:11
15
განაცხადში არ შეიყვანეს ლატვიასთან თამაშშისთვის და ტიპმა თამაშსაც არ უყურა სტადიონიდან და სახლში წავიდა.ფედერაცია რა შუაშია.სანამ არ მიხვდება რომ ნაკრები მისი საკუთრება არაა მანამდე არ უნდა გამოიძახონ არცერთი ფეხბურთელი ნაკრებში,სანამ მოედანზე არ გავა ფეხბურთელი ქვეყნის და ხალხის გულისთვის,მანამდე არცერთს არ ეკუთვნის ნაკრებში თამაში.მე ტრიბუნაზე ჰიმნს რომ ვმღერი ცრემლი მომდის და ზოგიერთი ფეხბურთელი,იმიტომ რომ არ გამოიძახებენ თამაშსაც არ უყურებს.
გაუმარჯოს საქართველოს
29 სექტემბერი 2019 08:12
3
მეტი რა ვქნა სიმონ?!! სამი კატერი გოუგზავნე და სამჯერვე ვარი სტკიცეს, რაიო? ნიჩიაო?!! ხალხია ეხლა ეგინი?
შვლიპე არაბიძე, შვლიპეეე!!!
ღ მ ე რ თ ი
29 სექტემბერი 2019 00:08
15
მაგარი ბიჭია!!! როგორ მიხარია, რომ ამ სურთში გულიანად იცინის!!! მიდი გიო, დაუმტკიცე ყველას, რომ ძალიან მაგარი ხარ!!!
დათო
28 სექტემბერი 2019 22:40
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული