"სპარტაკის" მწვრთნელი მოხსნეს - ამით ჯანო ანანიძის პრობლემა არ გადაიჭრება

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მწვრთნელი ოლეგ კონონოვი გადააყენეს.

"სპარტაკი" პრემიერლიგის მე-11 ტურში საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა "ორენბურგთან", ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო, მეცხრე ადგილზე დაქვეითდა; ამას გარდა, თასიდან ქვედალიგურმა "კამაზმა" გამოაგდო და მისი მწვრთნელი ოლეგ კონონოვი გადადგა.

მოსკოვში მყოფმა ჯენარო გატუზომ თქვა, რომ "სახალხო გუნდის" ჩაბარებას არ აპირებს. როგორც იუწყებიან, ის შესაძლოა, "ჯენოას" ჩაუდგეს სათავეში.

"სპარტაკის" დროებით მწვრთნელად კონონოვის თანაშემწე სერგეი კუზნეცოვი დანიშნეს.

რაც შეეხება "სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს, მიუხედავად იმისა, რომ ანდრეა შურლეს "ორენბურგთან" არ უთამაშია, კვლავ სათადარიგო იყო. თუმცა მწვრთნელის ცვლილებით
ანანიძის პრობლემა ვერ გადაწყდება, ვინაიდან, თუ ფორმაში არ ჩადგა, არც ერთი მწვრთნელი არ დააყენებს შემადგენლობაში.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაჩაჩანაკებულ სპარტაკის სასტავში ვერ ხვდება და ნაკრებში რა უნდა?
Geo_Dinamo
09:30 30-09-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული