ვლადიმირ ვაისმა ევროშესარჩევისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრას თბილისში გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი 12 ოქტომბერს, "დინამო არენაზე", ირლანდიას დაუპირისპირდება. 15 ოქტომბერს ჩვენი გუნდის მეტოქე, სტუმრად, გიბრალტარი იქნება.

საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის საწვრთნელ შეკრებას დედაქალაქში 7 ოქტომბერს იწყებს. ეროვნული გუნდი სასტუმრო "ჰუალინგში" განთავსდება და საწვრთნელი პროცესის ძირითადი ეტაპი, ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე შედგება.

უახლოესი ორი შეხვედრისთვის ვლადიმირ ვაისმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", კვიპროსი), გიორგი მაკარიძე ("ვიტორია სეტუბალი", პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე ("საბურთალო", თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე ("ლუცერნი",
შვეიცარია), გურამ კაშია ("სან ხოსე ერსქვეიკსი", აშშ), საბა კვერკველია ("ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა ("არსენალი", ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი ("ფერენცვაროში", უნგრეთი), ჯიმი ტაბიძე ("უფა", რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("ტობოლი", ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", ავსტრია), ვაკო გვილია ("ლეგია", პოლონეთი), საბა ლობჟანიძე ("რანდერსი", დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("ზლინი", ჩეხეთი), გიორგი აბურჯანია ("ტვენტე", ჰოლანდია), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე "ანორთოსისი", კვიპროსი), ლევან შენგელია ("ქონიასპორი", თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი ("გეტებორგი", შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("სან ხოსე ერსქვეიკსი", აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია ("გენტი", ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე ("თარაზი", ყაზახეთი)

უახლოესი ორი მატჩისთვის, ცნობილია კიდევ რვა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა ჯიღაური ("დინამო", ბათუმი), ლაშა პარუნაშვილი ("ესბიერგი", დანია), ლუკა ზარანდია ("ზულტე-ვარეგემი", ბელგია), გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე ("მეზოკოვეშდი", უნგრეთი), ლევან კუტალია ("დინამო", თბილისი)

ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისა და ასაკობრივი გუნდების მწვრთნელებთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ 19 წლის ლევან ხარაბაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდება. ციურიხის ქართველი ლეგიონერი 11 ოქტომბერს შვეიცარიაში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ყაზანის "რუბინის" 18 წლის შემტევები, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია კი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, 9-15 ოქტომბერს უნგრეთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 33 /
და შენ რისი მცოდნე ხარ გეტყობა უკვე ...თავდაპირველად იმის გამო რომ ხარაიშვილს ეძგერე ეგრევე თითქოს მაგ სიაში სხვა წუნი აღარ იყოს ...ბოლოსდაბოლოს დებიუტანტია და მხარდაჭერა სჭირდება და არა ყვავით დაჩხავლება....წარმატებები ბიჭებს შენს ჯინზე ....შენ კი ბოდიში შენი სახელი ერთი ასო შემეშელა ...ოღონდ არა მეორე ....
Simis
01 ოქტომბერი 2019 15:15
10
ვუყურებ ჩვენი ბიჭების კლუბებს და ქეცბაიას სიტყვები მახსენდება: რატომ უნდა მოვუგოთ ირლანდიას?!
Lasha
01 ოქტომბერი 2019 23:16
14
კაკაბაძეს შემცვლელი სჭირდება, განაცხადში მარცხენა მცველი საერთოდ არავინაა. დაუშვილის გამოძახებას ცინცაძე გამოეძახებინა. მათეს უკეთესად შეუძლია თამაში.
რეზი
01 ოქტომბერი 2019 14:45
16
ნიკა ნინუა გული არ გაიტეხო,პირიქით ორმაგად მეტად ივარჯიშე.
Jordan Beli
02 ოქტომბერი 2019 07:37
0
ლობჯანიძე რა ხილია? ოეეე ვაისს.... მაგას ისევ ის დაფეხვილი დვალიშვილი გამოძიახო არ ჯობს?
ვაჟა
01 ოქტომბერი 2019 15:02
27
აბა შენ იცი ხარაიშვილი არ ათამაშო, სქემაში არ გიჯდება, ვაი შენს პატრონს-ფედერაციას.
გელა
02 ოქტომბერი 2019 01:37
9
ვაუსი კიდევ არ წასულა რაჟივუჩი გამოდგა. კაშია არსად დაეკარგოს.ეგ მალე კალაძის რეკორდს მოხსნის
გრიგილ1408
02 ოქტომბერი 2019 01:10
8
აქ ამ სიაში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია რომლების ყოფნა არ ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს და მაინტერესებს რატომ არ შეიძლებოდა ნინუას გამოძახება ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია ჩემი აზრით ამ სეზონში ისეთ დონეს აჩვენებს ეს ფეხბურთელი და რატომ არ გამოიძახეს გაუგებარია.
Giorgi
02 ოქტომბერი 2019 00:59
7
აგიხდათ ხარაიშვილის გამოძახება ჟურნალისტებს და ვითომ ყოვლისმცოდნე ქართველ გულშემატკივარს, სამწუხაროდ დარწმუნებული ვარ იმედი გაგიცრუვდებათ.აი ზარანდია მინდა დაიმატოს გიბრალტარისთვის.
semi
01 ოქტომბერი 2019 14:44
36
აქამდე მეგონა ტრენერი ის კაცი იყო, ვინც სხვას ასწავლიდა, თურმე ვცდებოდი. თურმე ტრენერს სხვა არიგებს ჭკუას და ის ვალდებულია ისწავლოს..
კ ო მ ბ ლ ე
01 ოქტომბერი 2019 19:52
18
ვერ გავიგე ვერაფრით ამ კომენტარის აზრი, მაინც რას გულისხმობ ამ შემთხვევაში მეგობარო? ჭრელო პეპელასავით გამოდის მოკლედ რა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები:)
ანესთეზეოლოგი
01 ოქტომბერი 2019 21:53
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული