ვლადიმირ ვაისმა ევროშესარჩევისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრას თბილისში გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი 12 ოქტომბერს, "დინამო არენაზე", ირლანდიას დაუპირისპირდება. 15 ოქტომბერს ჩვენი გუნდის მეტოქე, სტუმრად, გიბრალტარი იქნება.

საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის საწვრთნელ შეკრებას დედაქალაქში 7 ოქტომბერს იწყებს. ეროვნული გუნდი სასტუმრო "ჰუალინგში" განთავსდება და საწვრთნელი პროცესის ძირითადი ეტაპი, ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე შედგება.

უახლოესი ორი შეხვედრისთვის ვლადიმირ ვაისმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", კვიპროსი), გიორგი მაკარიძე ("ვიტორია სეტუბალი", პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე ("საბურთალო", თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე ("ლუცერნი",
შვეიცარია), გურამ კაშია ("სან ხოსე ერსქვეიკსი", აშშ), საბა კვერკველია ("ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა ("არსენალი", ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი ("ფერენცვაროში", უნგრეთი), ჯიმი ტაბიძე ("უფა", რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("ტობოლი", ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", ავსტრია), ვაკო გვილია ("ლეგია", პოლონეთი), საბა ლობჟანიძე ("რანდერსი", დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("ზლინი", ჩეხეთი), გიორგი აბურჯანია ("ტვენტე", ჰოლანდია), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე "ანორთოსისი", კვიპროსი), ლევან შენგელია ("ქონიასპორი", თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი ("გეტებორგი", შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("სან ხოსე ერსქვეიკსი", აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია ("გენტი", ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე ("თარაზი", ყაზახეთი)

უახლოესი ორი მატჩისთვის, ცნობილია კიდევ რვა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა ჯიღაური ("დინამო", ბათუმი), ლაშა პარუნაშვილი ("ესბიერგი", დანია), ლუკა ზარანდია ("ზულტე-ვარეგემი", ბელგია), გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე ("მეზოკოვეშდი", უნგრეთი), ლევან კუტალია ("დინამო", თბილისი)

ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისა და ასაკობრივი გუნდების მწვრთნელებთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ 19 წლის ლევან ხარაბაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდება. ციურიხის ქართველი ლეგიონერი 11 ოქტომბერს შვეიცარიაში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ყაზანის "რუბინის" 18 წლის შემტევები, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია კი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, 9-15 ოქტომბერს უნგრეთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 33 /
chveni nakrebidan marto chakvetaze da mekarea dasatovebeli danarcheni pensiaze ari gasachvebi, atamachet 21 clamdelebi da irlandias mougebt,
KUTAISELI
07 ოქტომბერი 2019 15:16
0
ეს კაცი არ წასულა? აპა მოგვიგია და ეგაა D.D.D.
iosif
03 ოქტომბერი 2019 15:44
3
მერე დაიწყებს წუწუნს უთამაშებელი ფეხბურთელებიო ისაო ესაო, სხირტლაძე პროსტა კონკუტენციას ვერ უწევს ჩვენს ნაკრებში ქვილითაიას,ლობჟანიძეს, რონალდინიოს და მარადონას,არჩევანი დიდი გვაქ სად წაიყვანოს ამდენი თავდამსხმელი მოედანზე რო ვერ დაეტიონ ერთად და თვითონ ვაის დასხან თავს რა ქნას მერე საბრალომ?? ბოლო ბოლო რონალდო და მესი დატოვა იმდენი თავდამსხმელი გვყავს))) ისე ვაისს ერთი კაი თავდამსხმელი კი არა დამსხმელი უნდა თამაშის დროსაც კი რომ შემოარტყას გემრიელი კრიტიკა ვითომ და ნერრვიულ და ემოციურ თვალებზე დაილია მეორე ტაიმი მთავარი არბიტრი გირეკავს დავამთარო თუ აპირებ ზამენასოო...მაგრამ ნურას უკაცრავად არ დანებდე ვაისს გააწურინე ვოლომდე მაინტერესეს რომელიმე მოედანზე თუ წამოწვება დაღლილობისგან))
ცალთვალა
02 ოქტომბერი 2019 16:16
4
მარჯვენა ფლანგი არის ჩვენი პრობლემა,კაკაბაძე მაგარი ბიჭია მაგრამ ნიკა მალი უნდა წაიყვანოს და თუნდაც მეორე თამაში გიბრალტარში უნდა ენახა,დარწმუნებული ვარ ეგ ბიჭი დაამტკიცებს რომ მარჯვენა გლანგზე გამოადგება ნაკრებს,ამ დროს კაკაბა იგრძნობს კონკურენციას და ძალიან მაგრად მოუმატებ ამ შემთხვევაში კი ნაკრების ფლანგი ძლიერდება,გავიხსენოთ ვაკოს არ გამოძახება და შემდეგ ვაკოს ფორმაში შესვლა ამერიკაში წონის დაგდება და რა ფორმაში დაგვიბრუნადა!!!
ჯენგიზი
02 ოქტომბერი 2019 08:48
4
ნიკა ნინუა გული არ გაიტეხო,პირიქით ორმაგად მეტად ივარჯიშე.
Jordan Beli
02 ოქტომბერი 2019 07:37
0
იმდენი ბალასტი ყავს გამოძახებული რად უნდა ვერ ვიგებ. საბა ლობჟანიძე რატომ არაა ნახსენები იმასაც ვერ ვხვდები. არც არავინ ახსენებს, თითქოს დანიას ის ერთი გოლიც თავისით გავიდა. რას ერჩიან, ზუსტად მეორე ნომრად თამაშისათვის არის საუკეთესო. დაცვიდან გრძელი გადაცემით ქვილითაიაზე , რომელიც ორთაბრძოლების უმეტესობას იგებს ჰაერში და წინ პასი ლობჟანიძეზე. საუკეთესო სისწრაფე და გოლის ალღო აქვს თან დანიაშიც ფიზიკურად ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ჭიდილში და გოლებიც გააქვს. გადახედოს მაინც ვაისმა რამდენი 18-19 წლის ახალგაზრდა თამაშობს მოწინავე ქვეყნების ნაკრებებში. გამოიძახოს იგივე ნინუა. მარჯვენა ფლანგი მოშიშვლებული რომაა და კაკაბაძეს აქვს მარტოს ჩაბარებული, არაბიძე ნონ-გრატაა ნაკრებისთვის? მოკლედ თუ თავად ფეხბურთელებმა რამე მოახლაფორთეს ექსპრომტად რისი იმედიც მაქვს, შანსი გვექნება. ვაისი იმედი კი ჩემს მტერს ჰქონდეს.
emigranti
02 ოქტომბერი 2019 02:50
10
არ ვიცი როგორ გამომრჩა, დავბერდი ალბათ და თან ვაისის სიძულვილი "მახრჩობს". მაპატიეთ უყურადღებობა...
emigranti
02 ოქტომბერი 2019 13:56
2
Iqneb axlidan wagekitxa sia :D
??????
02 ოქტომბერი 2019 10:25
0
აბა შენ იცი ხარაიშვილი არ ათამაშო, სქემაში არ გიჯდება, ვაი შენს პატრონს-ფედერაციას.
გელა
02 ოქტომბერი 2019 01:37
9
ფრე,12-ზე მეტი კუთხური,4-ზე მეტი ყვითელი, ერტს კანკავა მიიღებს, მეორეს გვილია და მესამეს ტაბიძე,, 3-ზე მეტი თამაშგარე, ორი ტამასი დაამატეთ კიდევ და 100 ლარი შემოივლეტ თავზე. ხოლო თუ გინდათ რომ მოვიგოთ, მაგ ფული იქს/დვაზე დადეთ, მართალია 100 ლარს დაკარგავთ, მაგრამ ნაკრები მოიგებს. ეხლა 100 ლარი კი უნდა გავიმეტოთ, ორონდაც მაგათ მოიგონ. კაროჩე ჯადო თუ გვისველის, ტორე ისეთი შემტევი სასტავი გვყავს რა გითხრათ. უთამაშებლები, გადავიჭყებული ფეხბურთელები და დაბერებულ რეგრესირებულები, ხოლო ვინც მართლა ფორმაშია და ფეხბურთს თამაშობს, ისინი რეპრესირებულები. მაგარი ფედერაციაა, რას ერჩით, ძმაკაცობა და ახლობლის და ზემდგომების პატივისცემა კი მართლაც მაგარი იციან. კარგია. ვაი თქვენს პატრონს. არაფერი გვესველება არააა
ლევანი
02 ოქტომბერი 2019 01:28
7
მე ისეთი იღბალი მაქვს 1 ლარიც რომ დავდო გამიმაზავ :D
roma
02 ოქტომბერი 2019 10:12
2
ვაუსი კიდევ არ წასულა რაჟივუჩი გამოდგა. კაშია არსად დაეკარგოს.ეგ მალე კალაძის რეკორდს მოხსნის
გრიგილ1408
02 ოქტომბერი 2019 01:10
8
აქ ამ სიაში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია რომლების ყოფნა არ ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს და მაინტერესებს რატომ არ შეიძლებოდა ნინუას გამოძახება ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია ჩემი აზრით ამ სეზონში ისეთ დონეს აჩვენებს ეს ფეხბურთელი და რატომ არ გამოიძახეს გაუგებარია.
Giorgi
02 ოქტომბერი 2019 00:59
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული