ეროვნული ლიგა. XXIII ტური: თბილისის "დინამომ" თამაში შემოატრიალა - "საბურთალომ", პრაქტიკულად, ტიტული დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 23-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში თბილისის "დინამომ" "საბურთალო" 2:1 დაამარცხა. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო.

პირველ ტაიმში "საბურთალო" უპირატესობას ფლობდა, სამჯერ გოლის გატანა მეკარე პერალესმა არ დაანება, მეოთხედაც შესწვდა ბურთს, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი აქტიურმა კოხრეიძემ ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გაბედავამ დაახანა და მეორე გოლის გატანა ვერ შეძლო. აღსანიშნავია დაცვაში "დინამოს" სუსტი თამაში.

შესვენების შემდეგ თანაბარი თამაში იყო. "საბურთალოს" მწვრთნელმა ჭიაბრიშვილმა კოხრეიძე ჩაბრაძით შეცვალა და ალბათ, უფრო
ანგარიშის შენარჩუნებაზე აპირებდა ზრუნვას, მაგრამ უეცრად მოედანზე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა - სანდოხაძემ უკანასკნელი იმედის ჯარიმით ქიმაძე შეაჩერა, გააძევეს, საჯარიმო კი თავის საფირმო სტილში ნინუამ გამოიყენა. მან მიმდინარე სეზონში მეშვიდე საჯარიმო გაიტანა.

75-ე წუთზე მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ნინუამ უზადოდ შეასრულა და "დინამოს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა.

ამ მოგებით თბილისის "დინამო" ბათუმის "დინამოს" ქულებით გაუთანაბრდა (ბურთების უკეთესი სხვაობით გალიდერდა), "საბურთალო" კი მათ 7 ქულით ჩამორჩა და, პრაქტიკულად, ჩემპიონის ტიტული დაკარგა.

6 ოქტომბერს ბათუმის "დინამო" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს და შესაძლოა, ეს შეხვედრა ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი იყოს.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - საბურთალო 2:1
გოლები: 0:1 გიორგი კოხრეიძე (42), 1:1 ნიკა ნინუა (69), 2:1 ნიკა ნინუა (75)
გაძევება: ნიკა სანდოხაძე (67)

დინამო (თბ) (4-4-1-1): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, ნოდარ იაშვილი, ოლეკსანდრ კაპლიენკო, არფანგ დაფე (აკაკი შულაია 87), გიორგი პაპავა, ნიკა ნინუა (კ), მიხაილო შიშკა (გიორგი ზარია 50), კვამე კარიკარი (ლევან მჭედლიძე 90+1)

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

საბურთალო (4-2-3-1): ლაზარე კუპატაძე, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), ნიკა სანდოხაძე, იური ტაბატაძე (ლუკა ლაკვეხელიანი 58), გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი დიასამიძე, ელვინ ტერა (ოგნიენ როლოვიჩი 77), სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი კოხრეიძე (გრიგოლ ჩაბრაძე 66), გიორგი გაბედავა

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 19 /
საბურთალომ აჯობა თამაშით .რაც შეეხება“პენალის ეპიზოდს მართალია დინამოს ფეხბურთელი ვერ სწვდებოდა ბურთს მაგრამ ხელი კრეს აშკარად. ვინც ამბობთ რომ არ უნდა დაენიშნაო პენალიო მაგ ლოგიკით არც დინამოს გოლი უნდა გაეუქმებინათ არც საბურთალოს ფეხბურთელი არ მონაწილეობდა გოლის მომენტში.ასე რომ ცალმხრივად ნუ აფასებთ.მოკლედ დინამოს გოლიც გასაუუქმებელი იყო და პენალტიც იყო ლოგიკურად
გიო
03 ოქტომბერი 2019 16:31
1
არ იყო პენალტი. ქაჩავენ თბილისის დინამოს. მსაჯი გასაგდებია და გამოსაძიებელია საქმეც..
geo
03 ოქტომბერი 2019 13:37
14
ეს თამაში დინამომ დამსახურებულად მოიგო! ბათუმის დინამოს და მის გულშემათკივრებს თუ სურთ ჩემპიონობა 6-ში ანგისას ბაზაზე გამოჩნდება! ამ თამაშში ბევრი რამ გაირკვევა...მე როგორც თბილისის დინამოს გულშემატკივარი დარწმუნებული ვარ ანგისას ბაზაზე ბათუმი დამარცხდება და აქ დამთავრდება მათი საჩემპიონო ამბიციები!!! ბათუმისთვის რომელიც ამ სეზონში გადმობარგდა ქვედა ლიგიდან ვიცე-ჩემპიონობაც ძალიან დიდი მიღწევა იქნება და მივესალმები მათ ასეთ მონდომებას და შედეგს!გაუმარჯოს ორივე დინამოს და ქართულ ფეხბურთს!!!!!
tazo
03 ოქტომბერი 2019 12:55
2
არ იყო პენალტი, მარაზმია ეს ყველაფერი, თამაშით მოიგოს,რამდენი უნდა ათრიოთ ასე ეს დინამო.
ტარიელი
03 ოქტომბერი 2019 12:02
11
არარატის ამბავი გადააგორეთ ?!
........
03 ოქტომბერი 2019 11:55
0
საბურთასლო უკეთესი იყო ნამდვილად მაგრამ პენალის დადება არ დადებაზე მე ვთვლი რომ სწორად გადაწყვიტა მსაჯმა რადგან ხელი ჰკრა დინამოელს. მსგავსი სიტუაცია იყო დინამოს გოლი რომ არ ჩათვალა მსაჯმა. მაშინ ბურთზე ვერც საბურთალოს ფეხბურთელი ითამაშებდა, მაგრამ დინამოელმა დაარღვია საბურთალოს საჯარიმოში ხელი ჰკრა ფეხბურთელს რომელიც შორს იყო ბურთიდან... მაგრამ ჯარიმა იყო და მსაჯმა იქაც სწორად გადაწყვიტა,ჩემი აზრით ორივე შემთხვევაში ჯარიმა იყო. რაც შეეხება კოხრეიძეს ჭიაბრიშვილმა იმიტომ გაიყვანა რომ აშკარად ფიზიკური მომზადება აკლია ბოლოს ვეღარ დარბოდა კოხრეიძეს რომ გაეძლო ბოლომდე სავარაუდოდ არც წააგებდა საბურთალო.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
03 ოქტომბერი 2019 02:59
3
თუ შეიძლება ჩაასწორეთ. კი არ დაეწია, არამედ პირველზე გადავიდა!
გურამი
03 ოქტომბერი 2019 02:23
1
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი....ხალხო ვიყოთ ობიექტური ,ეს უპირველეს ყოვლისა ჩვენი ფეხბურთია! მოკლედ ქუთაისში პენალტი დაიდო ქუთაისელი ყვირის და კობის აგინებს ,საბურთალოს არ დაუდეს ,ბათუმელი აყვირდა რა არ დაუდესო ან დინამოს რატომ დაუდესო ? ისე კობის აგინებენ ? არადა რა შუაშია ეს კობი ,მთელი თამაში თავიდან ვნახე მაგ არდადებული პენალტის და სხვა მომენტების გამო კიდევ.სად დაინახეთ მიკორძოება ,რომელ მომენტში ? მით უმეტეს თუ ამ თამაშს საერთაშორისო მსაჯები ესწრებაო?! წარმოიდგინე არ გვქონდეს უბრალოდ ვიდეოგანმეორება ,იტყვის მაშინ უბრალო მაყურებელი დასადები არ დადო ანდა პენალტი მოიგონაო? ასეა ზუსტად მსაჯი და რომ არ დაედო ის პენალტი დინამოსთვის მეორე მხარე იტყოდა აუ კობის დედა დინამოს დაძირვა უნდათო...და ათასგვარ რამეს კიდევ...რაც შეეხება მსაჯობას იყო ნორმალური და კორექტული! ჩემი აზრით პენალტი რომ არ დაენიშნა ვერ ვერავინ ეტყოდა საყვედურს ,იმიტომ რომ წაქცეული ფეხბურთელი ბურთს აშკარად ვერ მიიღებდა ....მაგრამ საჯარიმოში რომ ხდება ეს იქ სხვა მომენტია .....თამაშის დროს უცებ რომ ბურთი ხელზე მოგხდეს ,ასხლეტილი ან ჩაწოდებული შეიძლება საჯარიმოს გარეთ არც კი დააფიქსიროს მსაჯმა,მაგრამ თუ საჯარიმოშია პენალტია ხომ ! ჰოდა ნუ აყვირდებით ყველა ,მე ბათუმის ფანი ვარ და არც ვბრაზდები მაგაზე ....თბილისის დინამო არც დღეს იმსახურებდა მაგ თამაშით გამარჯვებას და ვერ ჩემპიონი ვერ გახდება ....ასეა ეს ! ბათუმი ერთი თავით მაღლაა დღევანდელ თბილისის დინამოზე ✌️
ემზარ დუისბურგი
03 ოქტომბერი 2019 00:58
5
ნინუას ვინ ჯობია ჯარიმებში მსოფლიოში? და რატო არ იძახებენ?
მინდია
03 ოქტომბერი 2019 00:06
2
ელგუჯას ვერ ჯობია ალბათ და იმიტო..:D
ზესტაფ დონი
03 ოქტომბერი 2019 08:45
1
მსაჯმა გოლი რომ გაუუქმა დინამოს,ის ფეხბურთელიც არ თამაშობდა ბურთზე.თუ უბურთო მოთამაშეს ხელს კრავ ინიშნება ჯარიმა,ხოლო თუ საჯარიმოში იგივეს გააკეთებ ინიშნება11 მეტრიანი.რაც შეეხება საბურთალოს მარცხს ეს ტრენერის ბრალია,ყველაზე აქტიური კოხრეიძე გაიყვანა და მცველი შემოიყვანა.იმ დროისტვის შეცვლები საერთოდ არ იყო გასაკეთებელი.
gvardyola
03 ოქტომბერი 2019 00:05
2

სიახლეები პოპულარული