ქართველი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი წლევანდელ სეზონში პირველად მოხვდა "რეალ სარაგოსას" ძირითად შემადგენლობაში და მოედანზე 56 წუთი გაატარა.
"პაპუ" მოედანზე ყოფნის დროს ძალიან აქტიური იყო და პირველ ტაიმში ორჯერ შეეძლო გატანა. პირველად მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო მეორე მომენტში "მალაგას" მცველმა მოახერხა მეკარის გარეშე დარჩენილი კარიდან ბურთის მოგერიება.
ეს პაპუნაშვილისთვის ლა ლიგა-2-ის 2019/20 წლების სეზონში მე-4 მატჩი იყო და ჯამში გიორგიმ მოედანზე 114 წუთი გაატარა. "სარაგოსამ" კი ჩემპიონატში კარგი სტარტი აიღო და მესამე ადგილზეა, თუმცა უკანასკნელი 3 შეხვედრა ფრედ დაასრულა. მომდევნო ტურში "სარაგოსა" ლიდერ "კადისს" შეხვდება. ეს მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართება.