გიორგი პაპუნაშვილმა ნაკრებიდან გათავისუფლება თავად მოითხოვა

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა El Periódico de Aragón-ის ინფორმაციით, "რეალ სარაგოსასა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა პირადად სთხოვა საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს, სანაკრებო თამაშებიდან გაეთავისუფლებინა.

სწორედ ამიტომ, "პაპუ" საქართველოს ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში არ გახლავთ.

გიორგიმ "სარაგოსაში" დარჩენა და "ნუმანსიასა" და "ფუენლაბრადასთან" თამაში არჩია. მიზეზი მარტივია: პაპუნაშვილს "სარაგოსაში" თამაში არ უწევს, დიდი ალბათობით, ნაკრებშიც სკამზე მოუწევდა ჯდომა.

ესპანური კლუბის 2 შემტევი ფეხბურთელი ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი შინჯი კაგავა, დიდი ალბათობით, იაპონიის ნაკრებს შეუერთდება და ეს
ყველაფერი შანსს გიორგის აძლევს. მას ფორმის აღსადგენად ძალიან სჭირდება სათამაშო დრო და სეგუნდა დივიზიონის უახლოეს ორ ტურში მიიღებს კიდეც. ათამაშებული და ფორმაში მყოფი პაპუნაშვილი უფრო სჭირდება საქართველოს ნაკრებს.

"პაპუმ" წლევანდელ სეზონში კლუბის მაისურით მხოლოდ 58 წუთი ითამაშა. უკანასკნელ ორ სეზონში კი 500 წუთიც არ აქვს ჯამში ნათამაშები. აღნიშნული დრო კრიტიკულად ცოტაა 24 წლის ფეხბურთელისთვის. იმედია, გიორგი აღნიშნულ პერიოდს ეფექტიანად გამოიყენებს და ძირითადში ადგილს დაიმკვიდრებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჭირდება თამაში კარგია ჩადგეს ეგებ ფორმაში პაპუ რომ ფორმაში იქნება ჩვენც გამოგვადგება მარტისთვის
თემური
14:24 03-10-2019
0
სწორი გადაწყვეტილებაა, პაპუ დიდი ძალაა როცა ფორმაშია. ჯობია კლუბში ადგილი მოიპოვოს ძირითადში.
semi
11:23 03-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული