საბერძნეთის ჩემპიონატში "პანიონიოსის" თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა ისევ გამოიჩინა თავი.
6 ოქტომბერს, პირველობის მე-6 ტურში, მან კრეტაში ოფი-სთან გასვლით მატჩში მე-9 წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ შემდეგ მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ და 4:1 მოიგეს.
არაბულმა ელადური სუპერლიგის 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა, "პანიონიონისს" კი გასულ სეზონში დაკლებული ქულების გამო -2 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.
ბაჩანა არაბულმა "პანიონიოსი" მარცხისგან 90+2-ე წუთზე იხსნა
ბაჩანა არაბულმა საბერძნეთში პირველივე მატჩში გაიტანა გოლი [VIDEO]