მიკ მაკარტის "ტოტენჰემთან" დუბლის შემსრულებელი, 19 წლის აარონ კონოლი თბილისში მოჰყავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 ოქტომბერს, ირლანდიის ნაკრები საქართველოსა და შვეიცარიის ეროვნულ გუნდებთან ევროშესარჩევი ციკლის მატჩებისთვის მზადებას დუბლინის აბოტსტაუნის სასწავლო ცენტრში შეუდგება.

"სამყურათა" მწვრთნელი მიკ მაკარტი ტრავმირებული შეინ დაფისა (ბრაიტონი) და დევიდ მაკდოლდრიკის (შეფილდ იუნაიტედი) მდგომარეობას აკვირდება და არაა გამორიცხული, თბილისში წამოიყვანოს კიდეც, ვინაიდან სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს.

საქმე იმაშია, რომ ტრავმები მიიღეს რონან კერტისმა (პორტსმუთი), დარა ლენიჰანმა და გრეგ კანინგემმა (ორივე ბლექბერნი). ამიტომ მაკარტიმ "ბლექბერნის" მცველ დერიკ უილიამსს და "ბრაიტონის" თავდამსხმელ აარონ კონოლის უხმო.

19 წლის კონოლი მაკარტიმ თავიდან ახალგაზრდულ ნაკრებს დაუთმო,
მაგრამ შაბათს "ტოტენჰემთან" დუბლის შესრულების (იხ. ვიდეო) შემდეგ გამოიძახა და განაცხადა, რომ მან ეს შანსი დაიმსახურა.

მაკარტის განკარგულებაში ამჟამად 24 ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ვის იახლებს თბილისში.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" 12 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
"საქმე იმაშია, რომ ტრავმები მიიღეს რონან კერტისმა..."
საქმე არაფერში არაა, "საქმე ისაა"
goga
10:26 07-10-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული