პედოფილიაში ბრალდებული საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კიევში დააკავეს

AutoSharing Option
უკრაინის პოლიციამ კიევში საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი დააკავა, რომელსაც სამშობლოში სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენა ბრალდება არასრულწლოვან გოგონებთან.

- პეტერ ზაიზენბახერის კიევში დაკავების კადრები [VIDEO]

როგორც ავსტრიის სასამართლოში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდა, 56 წლის ზაიზენბახერი უკრაინის დედაქალაქში, საკუთარ ბინაში იმალებოდა. მისი გამოვლენა კი ავსტრიაში განხორციელებული სატელეფონო ზარებით მოხერხდა. ავსტრიის ხელისუფლებამ უკვე გადაუგზავნა უკრაინას ყველა საჭირო დოკუმენტი დაკავებულის ექსტრადირებისთვის. წარსულში ცნობილი ძიუდოისტის საქმეზე სასამართლოში ახალი მოსმენის დანიშვნის ვადა მოგვიანებით დადგინდება.

ზაიზენბახერს
ბრალი ორ არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური ხასიათის დანაშაულში ედება. საქმე 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში პერიოდს ეხება, რა დროსაც პეტერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა. საქმე ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლის ჩვენების საფუძველზე აღიძრა, გამოძიება კი სამი წელი მიმდინარეობდა.

ზაიზენბახერი ბოლო დროს მწვრთნელად აზერბაიჯანის ნაკრებში მუშაობდა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს კი 2010-12 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

პეტერ ზაიზენბახერმა ოლიმპიური ოქროს მედლები 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში 1984 წელს ლოს-ანჯელესის, 1988 წელს კი სეულის თამაშებზე მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გადარჩენილია რო......
vaxo-s
02:23 03-08-2017
0
ისე,პატარები თუ უყვარდა ბეწვზეა პაპინაშვილი გადარჩენილი :D:D
vaxo
18:09 02-08-2017
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული