სოფიო სომხიშვილმა ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტმა სოფიო სომხიშვილმა ჩილეში ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სომხიშვილი ფინალში ხორვატ სპორტსმენთან ჰელენა ვუკოვიჩთან ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ტურნირის დასკვნით დღეს ჩვენ ნაკრებს მედალი მხოლოდ სომხიშვილმა მოუტანა.

მიხეილ ბექაური, გიორგი კარიაული (ორივე -90), ალექსი სვიანიძე და ლევან ჭელიძე (ორივე +90) მედლების გარეშე დარჩნენ.

მსოფლიო ჩემპიონატი 13 აგვისტოს გუნდური შეჯიბრით დასრულდება, სადაც პირველად ძიუდოს ისტორიაში, ბიჭებისა და გოგონების გაერთიანებული გუნდები იასპარეზებენ და მათ შორის საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებიც.
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა ვიცი აქამდე ისე აქებდით და ადიდებდით ამის მომგები თვით რინერიც არ არისო
dato
13:33 13-08-2017
7
სამწუხაროთ რეგრესი არის თითქმის ყველა სპორტის სახეობაში,გარდა გუნდურების:რაგბის,კალათბურთის და წყალბურთის,სადაც ჯერ კიდევ პროფესიონალები და ღირსეული ადამიანები მოღვაწეობენ.
glaxuna
15:02 13-08-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული