ძიუდო. მარიამ ჯანაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ტრავმის გამო 36 წამში შეწყვიტა

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი, 57 კილომდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე მარიამ ჯანაშვილი ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ტრავმაა.

კატერინ პინარ-ბოშემინთან დაპირისპირების დაწყებიდან დაახლოებით ნახევარი წუთი იყო გასული, როდესაც ჯანაშვილმა ტრავმა მიიღო, რასაც კანადელი სპორტსმენის მიერ შესრულებული ბოჭვა მოჰყვა და მარიამსაც ისღა დარჩენოდა, ბრძოლა ვადაზე ადრე შეეწყვიტა.

რამდენიმე წუთში ლაშა შავდათუაშვილი იჭიდავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული