ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაზე გადაერთო

AutoSharing Option
ლაშა შავდათუაშვილი ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში დამარცხდა და ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს.

გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

1/4-ფინალში ლაშას მეტოქე იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო იყო, რომელიც 73 კილომდე წონის პირველი ნომერი და მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტია. ბრძოლის ბედი გაფრთხილებების რაოდენობამ გადაწყვიტა - ლაშა 3-ჯერ გააფრთხილეს და შეხვედრაც დასრულდა.

შავდათუაშვილი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მისი მეტოქე ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი დენის იარცევი იქნება. ეს სწორედ ის იარცევია, ლაშამ 2016 წლის 8 აგვისტოს, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე რეპეშაჟში
რომ დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ვინც თვლის, რომ სპორტი პოლიტიკა და მიკერძოება არაა თქვენი აზრები ერთმანეთს გაუზიარეთ ან ახსენით რატომ მოხსნეს ლაშა შეჯიბრიდან. გისმენთ...
levo
15:53 30-08-2017
1
რა ყველა ჩვენ უნდა გვჩაგრავდეს??? ნუცუბიძეს არავი კაცათ არ თვლის ძიუდის სამყაროში!!!!!!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული