ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლა დათმო

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ლაშა შავდათუაშვილს (-73 კგ), თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

შავდათუაშვილმა ბუდაპეშტში ბრაზილიელი მარსელო კონტინი, გამბიელი ფაიე ნჟიე და სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი დაამარცხა, 1/4 ფინალში კი შეხვედრა იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან გაფრთხილებებით დათმო. რეპეშაჟში ლაშამ რიპს ოლიმპიადიდან კარგად ნაცნობ რუს დენის იარცევს დამატებით დროში ვაზარზე შეფასებული გდებით მოუგო.

- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: შავდათუაშვილი 1/4-ფინალში ეფექტური გდებით გავიდა [VIDEO

დღეს ბუდაპეშტში ჩვენგან მარიამ ჯანაშვილმაც (57) იასპარეზა, თუმცა ჩემპიონატს სტარტზევე
გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც 29 აგვისტოს ვაჟა მარგველაშვილმა (66) მოიპოვა.

ხვალ, 31 აგვისტოს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები ვაჟთა შორის 81-ში, გოგონებში კი 63 კგ-ში გათამაშდება, საქართველოს ნაკრებს კი მონაწილე მხოლოდ ვაჟებში ეყოლება - ზებედა რეხვიაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვგიჟდები ამ ბიჭზე!ალალი, თავმდაბალი, მორიდებული. მარტო იმ სიხარულისთვის ვუგულშემატკივრებ მთელი ცხოვრება რაც მისმა ოლიმპიურმა ჩემპიონობამ მოგვიტანა
ანა
11:50 31-08-2017
0
ამ ბიჭს ჭკუის დამრიგებელი არ ყავს რა საინტერესოა, სად გინახავთ მსოფლიო ჩემპიონატზე გამაყუჩებლით ჭიდაობა, ფრთხილად იყვნენ გაიგოს ვისაც ეკუთვნის ამ ვაჟკაც კაცს კარიერა არ დაუნგრიონ, არაუშავს ლაშა ამით არ მთავრდება ყველაფერი შემდეგ ოლიმპიადაზე ეგ იაპონელი მსაჯიანად დააგდე ბეჭებზე
ზიზუ
03:32 31-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული