შავდათუაშვილმა ბუდაპეშტში ბრაზილიელი მარსელო კონტინი, გამბიელი ფაიე ნჟიე და სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი დაამარცხა, 1/4 ფინალში კი შეხვედრა იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან გაფრთხილებებით დათმო. რეპეშაჟში ლაშამ რიპს ოლიმპიადიდან კარგად ნაცნობ რუს დენის იარცევს დამატებით დროში ვაზარზე შეფასებული გდებით მოუგო.
- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: შავდათუაშვილი 1/4-ფინალში ეფექტური გდებით გავიდა [VIDEO
დღეს ბუდაპეშტში ჩვენგან მარიამ ჯანაშვილმაც (57) იასპარეზა, თუმცა ჩემპიონატს სტარტზევე
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც 29 აგვისტოს ვაჟა მარგველაშვილმა (66) მოიპოვა.
ხვალ, 31 აგვისტოს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები ვაჟთა შორის 81-ში, გოგონებში კი 63 კგ-ში გათამაშდება, საქართველოს ნაკრებს კი მონაწილე მხოლოდ ვაჟებში ეყოლება - ზებედა რეხვიაშვილი.