![](https://sportall.ge/pictures/image5/93143b23f0d940c79a0e5dad93bf1bee.jpg)
რეხვიაშვილი ძირითადი 4 წუთის უმეტესი დროის განმავლობაში ვაზარით აგებდა და 20 წამით ადრე ქულა თავადაც აიღო. ხორვატმა კი, ძირითად დროში მიღებულ ორ გაფრთხილებას დამატებულ კიდევ ოთხ წუთში ერთიც დაუმატა და შედეგად 1/8-ფინალში ქართველი სპორტსმენი გავიდა.
ზებედა რეხვიაშვილის მომდევნო მეტოქე ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი იქნება. მათი ჭიდაობა დაახლოებით 15 საათზე დაიწყება.