ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართული სამეული 1/4-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამივე ქართველი ვაჟი ძიუდოისტი მეოთხედფინალში გავიდა.

ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, მესამე შეხვედრაც ერთი ვაზარით მოიგო. ამჯერად მან ლატვიელი იევგენის ბოროდავკო დაამარცხა. 1/4-ფინალში ვარლამი რუს კირილ დენისოვს, დაახლოებით 15 საათსა და 10 წუთზე დაუპირისპირდება.

ადამ ოქრუაშვილმა უკრაინელი სტანისლავ ბონდარენკო გაფრთხილებებით დაამარცხა. 1/4-ფინალში მისი მეტოქე უნგრელი ბარნა ბორი იქნება. შეხვედრა დაახლოებით 15 საათსა და 10 წუთზე დაიწყება.

გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

გურამ თუშიშვილმა კუბელ ალექს გარსია მენდოსას ვაზარით სძლია. მისი მომდევნო მეტოქე ავსტრიელი დანიელ ალერშტორფერი
იქნება. მათი დაპირისპირება დაახლოებით 15 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ელენე ქებაძე პირველივე ეტაპიდან გამოვარდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული