სამი მედალი - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ცოტაც არაა, მაგრამ არც ისეთი შედეგია, დამშვიდების უფლება მოგვცეს და, რაც მთავარია, ძალიან დასანანი რეალობაა, რადგან მეტიც შეგვეძლო და რეალური შანსიც გვქონდა.
- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ახლოს მსოფლიოს სენსაციასთან [VIDEO]
ვგულისხმობთ ვალერი ლიპარტელიანის (100) წაგებულ ფინალს, როცა მსოფლიოს ჩემპიონობამდე ერთი გაფრთხილება აშორებდა; ასევე დასანანია გურამ თუშიშვილის (+100) უმედლოდ დარჩენა. აღარაფერს ვამბობთ ბექა ღვინიაშვილის (90)
მეხუთე ადგილზე დარჩენის მიუხედავად, ოლიმპიურმა ჩემპიონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რას ნიშნავს მებრძოლი სული, შემართება, ჟინი და თავდადება - მას მოსამზადებელ ეტაპზევე აწუხებდა ფეხის ტრავმა, ტატამზე ვერც კი იტვირთებოდა, მთელი შეჯიბრება გამაყუჩებლებით ჩაატარა და მაინც კინაღამ მივიდა მედლამდე...
ჩვენთვის დადებითი მომენტები სხვაც იყო, თუმცა, უპირველესად, უშანგი მარგიანის (90) ბრინჯაო უნდა გამოვარჩიოთ - ამ ახალგაზრდა ბიჭს მწვრთნელის გარდა, არავინ მიიჩნევდა ფავორიტებში, მან კი ისე იჭიდავა, მსოფლიოს კვარცხლბეკზე დაიკავა ადგილი. ეს მისთვის ძალიან დადებითი მომენტი იქნება რწმენის გაძლიერების თვალსაზრისით, ხოლო სხვებისთვის - ჩინებული მაგალითი, რომ შრომა უკვალოდ არასოდეს იკარგება.
ვაჟა მარგველაშვილი (66) ამ ბრინჯაოთი უკვე თამამად ჩადგა მსოფლიოს ლიდერებში. მედალი ერთია და როცა ერთ ტურნირზე ასე ამარცხებ ორ კორეელს; როცა ასე უგებ მსოფლიოს ჩემპიონ ბაულ ანს, რატომაც არა - ნებისმიერის დამარცხებაზე უნდა გქონდეს პრეტენზია.
თუშიშვილის ფაქტორზე, მის საოცარ შემართებაზე ტედი რინერთან და მის სამომავლო პერსპექტივაზე უკვე ვისაუბრეთ და დღეს სიტყვას აღარ გავაგრძელებ, ეს ბიჭი მსოფლიოს ძიუდოს ახალი ტალანტია.
სუზუკი და ორგანიზება
თავად ჩემპიონატი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული - საერთაშორისო ფედერაციას 20 მილიონი დაუჯდა მისი დაფინანსება, რაც იაპონურ ავტოკონცერნ "სუზუკის" დამსახურებაა და ამიტომაც გაჩნდა ამ ჩემპიონატის სახელწოდებაში მისი სახელი. დაწესდა საპრიზო ფონდიც - მილიონი დოლარი. ჩემპიონებმა 25-25 ათასი მიიღეს, მომდევნო ადგილოსნებს კი, შესაბამისად, 12 და 6 ათასი ერგოთ. ფული ერთია და საქმის ორგანიზება უნგრელებსაც უნდა შევუქოთ: ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად ჰქონდათ გაწერილი და გათვლილი, ჟურნალისტებისთვისაც იდეალური სამუშაო პირობები იყო, ინფორმაციებს თავისითაც კი გვაწვდიდნენ, რაც მასპინძელთა მოვალეობა კი გახლავთ, მაგრამ ბევრგან ამას არად დაგიდევენ.
სატრანსპორტო თუ სხვა სახის მომსახურებაც მოწესრიგებული ჰქონდათ და არც საკონტროლო ღონისძიებები ყოფილა მომაბეზრებლად გადამეტებული. თამამად შეიძლება ითქვას, ეს ერთ-ერთი კარგად ჩატარებული პირველობა იყო.
ჩანს, უნგრელებს ძალიან უყვართ ძიუდო - 10-ათასიანი "ლასლო პაპი" ბევრად დიდია ვარშავის "ტორვარზე", მაგრამ ყოველ დღე ლამის პირთამდე ივსებოდა. თან მასპინძლები ძალიან ენერგიულადაც ქომაგობდნენ - მთელი დღეები ვუვუზელას, საჩხარუნებელ-საჭყვიტინებლების და დოლების ბრახა-ბრუხისგან ყურთასმენა არ იყო, ხოლო როცა უნგრელი ჭიდაობდა, ერთი წამითაც არ ჩერდებოდნენ, მთელი შეხვედრის განმავლობაში ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვიროდნენ და ამხნევებდნენ თავისიანს. "მარაკანაზეც" დავსწრებივარ საფეხბურთო მატჩს, მაგრამ ირანელთა შემდეგ მე ასეთი ქომაგობა არ მინახავს.
ცოტა უცნაურია, მაგრამ მასპინძელთა საკმაოდ ძლიერი გუნდი საშინაო ჩემპიონატში საერთოდ უმედლოდ დარჩა - ქალებშიც და ვაჟებშიც. არადა, ორივეგან ძლიერი ფალავნები ჰყავთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"