გურამ თუშიშვილი ყაზახურ ჭიდაობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ადგილობრივ საჭიდაო სახეობა კაზაკშა კურესში (ყაზახური ჭიდაობა) მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმაც მიიღო და ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა.

მძიმე წონაში ევროპის ჩემპიონმა ქართველმა ძიუდოისტმა ასტანის ტურნირში ფინალამდე გზა იოლად განვლო, გადამწყვეტი შეხვედრა კი ადგილობრივ მოჭიდავესთან - აიბეკ ნუგიმაროვთან დათმო. აღსანიშნავია, რომ ფინალში ყაზახი სპორტსმენის გამარჯვებას ბევრი არ მოელოდა და მათ შორის თავად ნუგიმაროვიც, რომელმაც წარმატება საკმაოდ ემოციურად გამოხატა.

ფინალური შეხვედრის შემდეგ გურამმა კომენტარი გააკეთა:

"ვულოცავ აიბეკს. მარცხში მხოლოდ საკუთარ თავს ვადანაშაულებ - ფინალურ შეხვედრაში ზედმეტად
თავდაჯერებული გამოვედი. კაზაკშა კურესის ტურნირში პირველად არ ვმონაწილეობ. სპორტის ეს სახეობა საკმაოდ ჰგავს ძიუდოს და ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, კაზაკშა კურესს ჩვენს ეროვნულ სახეობას - ქართული ჭიდაობასაც ძალიან ვამსგავსებ".

ყაზახურ ჭიდაობაში გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობა 38 ქვეყნის 42-მა მოჭიდავემ მიიღო. ტურნირის საპრიზო ფონდი 30 მლნ ტენგეს (დაახლოებით 90 ათასი აშშ დოლარი) შეადგენდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ყველამ პირი შეკარით.მოჭიდავემ ყველგან უნდა იჭიდაოს.გურამი გუშინდელი ბიჭი არ არის,და თვითონ უკეთესად იცის რა გააკეთოს.შედეგები?......-იქნება!წარმატებები გურამ!
gori 2
19:28 10-09-2017
0
რა უნდოდა იქ? რა რჯიდა, რომ ვიღაც ყაზახს თავი მოაჭიჭყვინა!
zurab
11:44 10-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული