ძიუდო. გრიგალაშვილიც ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა ნახევარფინალში წააგო და ის ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

73 კილომდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი სპორტსმენი აზერბაიჯანელ ჰიდაიათ ჰეიდაროვთან დამარცხდა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი მისი მეტოქე შვეიცარიელი ნაიმ მატი იქნება.

ბრინჯაოსთვის იჭიდავებს ჯაბა პაპინაშვილიც, რომელმაც 55 კილომდე წონით კატეგორიაში მედლისთვის ბრძოლის უფლება რეპეშაჟიდან მოიპოვა. მისი მეტოქე ფრანგი თეო როლ ებრარი იქნება.

ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს ვანო ნინიაშვილმა, რობინზონ ბეგლარაშვილმა, ბაგრატ ნინიაშვილმა, შალვა გაზაშვილმა, ნატალია ყიფშიძემ, ეთერ ლიპარტელიანმა და მზია ბებოშვილმა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით
18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

- ძიუდო. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: რა შანსები გვაქვს მარიბორში
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა დაგიშავათ ძიუდომ რომ კლავთ?
საშინელი გამოსვლა იყო ნუ აფუჭებთ ამ ნიჭიერ ბიჭებს მოუზებნეთ ვინმე ნორმალური მწვრთნელი!!!!!!!!!!!!!
zviadi
18:56 15-09-2017
0

სიახლეები პოპულარული