ძიუდო. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ვერცხლი გუნდურში

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატში ფინალში დამარცხდა და ვიცე–ჩემპიონობას დასჯერდა. ლაშა გუჯეჯიანის გუნდის მეტოქე გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრები იყო, რომელთანაც 2:3 წააგო.

საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შვეიცარიის ნაკრებს დამაჯერებლად მოუგო, 1/4-ფინალში კი მონტენეგროს სძლია. ქართველი ძიუდოისტების მეტოქე 1/2-ფინალში რუსეთი იყო, რომელთანაც 3:2 გაიმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ პირად პირველობაში გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა ჯამში ოთხი - ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ვიცე-ჩემპიონობა ლუკა მაისურაძემ იზეიმა, ბრინჯაოს პრიზიორები კი ტატო გრიგალაშვილი, ამირან წიქორიძე და
გელა ზაალიშვილი გახდნენ.

 

მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედია ონისეს მსოფლიოს მაინც არ გამოატოვებინებთ? შეისწავლეთ აზერბაიჯანელების ჭიდაობა და მსოფლიოზე სამაგიერო გადაუხადეთ. არ დაგავიწყდეთ რომ ქართველები ხართ და ძიუდო თქვენი ჭიდაობაა! წარმატებები ლომებო!
gio
17 სექტემბერი 2017 21:06
0
არც პეხბურტი,არც კალატბურტი,არც ცჰადრაკი,არანაირი სპორტის სახეობა,ერტი ცჰიდაობა ქვქონდა და ისიც რა დგესჰიააა.სჰეგირცხვატ ნამუსი.
ehhhh
18 სექტემბერი 2017 11:15
0
მოსახლიშვილი და სანებლიძე მსოფლიოზე პირადში გამოსვლას ნამდვილად იმსახურებენ
judofun
18 სექტემბერი 2017 10:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული