60 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში, პაპინაშვილმა რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი, რობერტ მშვიდობაძე იპონით დაამარცხა.
ფინალამდე პაპინაშვილმა იაპონელი დაი აოკი, აზერბაიჯანელი მეჰმან სადიგოვი და თურქეთის სახელით მოასპარეზე ქართველი, ბეთქილ შუკვანი დაამარცხა.
ზაგრების გრან პრიზე საქართველო სულ ორი ძიუდოისტითაა წარმოდგენილი. 1-ელ ოქტომბერს მედლისთვის ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (100) იბრძოლებს.