ძიუდო. ზაგრების გრან პრი: ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, ზაგრების გრან პრი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 100 კილომდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა, მედლისთვის ბრძოლაში, აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი გაფრთხილებებით დაამარცხა.

მამადოვთან დაპირისპირებამდე ლიპარტელიანმა იაპონელი დაიკი ნიშიამა და ლატვიელი იევგენის ბოროდავკო დაამარცხა, ხოლო პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან თავად დამარცხდა.

ზაგრების გრან პრიზე საქართველო ორი მოჭიდავით იყო წარმოდგენილი და მედალი ორივემ მოიგო. პირველ დღეს, ამირან პაპინაშვილმა ოქროს მედალი აიღო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლიპო ღმერთმა სულ გამარჯვებების გზაზე გატაროს.
qarTveli
02 ოქტომბერი 2017 11:36
0
ამ კაცს ბრინჯაო და ვერცხლი ისე უხარია, რომ მგონია ოქროს არსებობის შესახებ არაფერი არ სმენია :D
dato30
02 ოქტომბერი 2017 10:25
5
ეს ძველი სურათია და მერე მედალი ყველა სასიხარულოა,სპორტის თუ რამე გაგეგება უნდა იცოდე რამდენი შრომაა საჭირო რომ თუნდაც ბრინჯაო აიღო.ან სად ნახე რომ ბრინჯაო უხარია?ბიჭი ვერცხლის მედალზე ლამის ტიროდა ...
Gio
03 ოქტომბერი 2017 00:09
0
ვულოცავ და ბარემ ისიც დაგეწერათ ,რომ ფედერაციის უსახსრობის გამო თავისი ფულით წავიდა.
givi
02 ოქტომბერი 2017 08:56
0

სიახლეები პოპულარული