მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს

AutoSharing Option
21 ოქტომბერს ზაგრებში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამი ქართველი ძიუდოისტი მოსინჯავს ძალებს.

100 კილოგრამში ონისე სანებლიძე გვეყოლება.

მძიმე წონაში ევროპის წლევანდელ პრიზიორ ამირან წიქორიძის ტრავმის შემდეგ მხოლოდ ევროპის კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალოსანი გელა ზაალიშვილი დაგვრჩა.

გოგონებში მძიმე წონაში ჭაბუკებში ევროპისა და ევროპული ფესტივალის გამარჯვებული, მსოფლიოს ფინალისტი სოფიო სომხიშვილი იასპარეზებს.

22 ოქტომბერს ზაგრებში გუნდური შეჯიბრება გაიმართება, რომელიც შერეული პრინციპით ჩატარდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული