აბუ დაბის გრან პრი: ქართველების ორი ბრინჯაოს შანსი

AutoSharing Option
დღეს, 26 ოქტომბერს, ქართველი ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი (66) და ამირან პაპინაშვილი (60) აბუ დაბის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.

პაპინაშვილმა პირველ შეხვედრაში დანიელ ბენ დავიდი იპონით დაამარცხა, შემდეგ კი ორი ვაზარით ფრანგ ვინსენტ ლიმარს სძლია. ნახევარფინალში პაპინაშვილი ბრაზილიელ ფელიპე კიტადასთან იპონით დამარცხდა.

ჩვენი ძიუდოისტი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ესპანელ ფრანცისკო გარიგოს შეხვდება.

მარგველაშვილმა კი პირველ შეხვედრაში სერბ სტრაჰინჯა ბუნჩიჩს იპონით მოუგო, შემდეგ ყაზახი გუმარ კირგიზბაევი იპონით დაამარცხა. მარგველაშვილმა მესამე შეხვედრაში აზერბაიჯანელ ნიჟატ შიხალიზადასთან იპონით წააგო, რეპეშაჟში გადაინაცვლა და ირანელ გასემ ნოურიზადეჰს ვაზარით
მოუგო, რითაც ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

მარგველაშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ყაზახ იელდოს ზუმაკანოვს შეხვდება.

სწორედ ზუმაკანოვთან წააგო პირველივე წრეში 66 კგ წონით კატეგორიაში ჩვენმა კიდევ ერთმა მონაწილემ, ლაშა გიუნაშვილმა.

ტურნირის ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გასაგებია, რომ ქართველი ძიუდოისტების მონაწილეობის შესახებ წერთ და ეს ინფორმაცია უფრო აინტერესებს მკითხველს, მაგრამ ძიუდოს მოყვარულებს ისიც გვაინტერესებს, ფინალში რომელი სპორტსმენები გავიდნენ. რადგან წერთ, იქნებ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია დადოთ ხოლმე.
vano
16:12 26-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული