ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ წესებში რადიკალური ცვლილებები შეიტანა

AutoSharing Option
  • IJF-მ მორიგი ცვლილებები შეიტანა ძიუდოს წესებში.
  • ორი ვაზარი ამიერიდან ისევ იპონის ტოლფასი იქნება.
  • დამატებით დროში გაფრთხილება აღარ იქნება შეხვედრის შეწყვეტის მიზეზი.
  • ძიუდოისტებს ფეხში ხელის მოვლებისთვის დისკვალიფიკაციას აღარ მისცემენ, გაფრთხილებას აკმარებენ.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) წესებში მორიგი რადიკალური ცვლილებები შეიტანა, თუმცა მათი უმეტესობა "კარგად დავიწყებული ძველია".

ძიუდოს ქომაგთ კარგად მოეხსენებათ, რომ ეს წესები წინა ოლიმპიურ ციკლშიც არსებობდა და მერე შეცვალეს.

თავისთავად, ცვლილება და სიახლის ძიება კარგია, მაგრამ ნამდვილად ვერ მოვიწონებთ ასეთ ტემპს. ვფიქრობთ, არაა კარგის ნიშანი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას ასე ხშირად რომ უწევს რელსებიდან
რელსებზე გადარბენა და ხშირად უკან დაბრუნებაც.

წესების ხშირი ცვლილება აბნევს ქომაგს, რომელსაც მისთვის კარგად ნაცნობი მყარად ჩამოყალიბებული სისტემა ურჩევნია. თან, საკითხავია, მოცემული ცვლილებები რამდენად წაადგება ძიუდოს განვითარებას, რამდენად გაზრდის სანახაობრივ მხარეს.

ვფიქრობთ, "ორი ვაზარის წესის" დაბრუნება ნამდვილად კარგია. როცა ერთი ფალავანი რამდენიმე ილეთს აკეთებს, მეორე კი - ვერაფერს, ესე იგი, ძალთა უთანასწორობის შემთხვევაა, მაგრამ იპონზე თუ ვერ დააგდებდი მეტოქეს, მაინც ბოლომდე უნდა გებრძოლა. ახალი წესით ასე აღარ იქნება, მაგრამ ცუდ ფაქტად მიგვაჩნია ის, რომ ქულათა შეფასების სისტემა უცვლელი დარჩა, ანუ იუკო არ აღადგინეს და კვლავაც ორი შეფასება - ვაზარი და იპონი დატოვეს.

არა მგონია, ყველა სინჯის გდების ერთ ილეთად - ვაზარად გაერთიანებაც სწორი იყოს, ახლა კი რა გამოდის - შეიძლება ორი მარტივი გდებით, ანუ იუკოთი მოიპოვო იპონი!

ამასთან, ახალი დეფინიცია შემოდის ვაზარის განმარტებაშიც: თუ ადრე ზურგით ტატამზე შეხება მიიჩნეოდა ვაზარად, ახლა "ვაზარისთვის ზურგის დადებასა და გდებას შორის არანაირი წყვეტა და პაუზა არ უნდა იყოს". თან, თურმე, გდების დროს ტატამზე იდაყვების და ხელების დადებაც კი ვაზარად შეფასდება.

* * *

გაფრთხილება დამატებით დროში მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება არსებითი, თუ ის რომელიმესთვის მესამეა - ძიუდოისტებს ძირითადში მიღებული გაფრთხილებები დამატებითშიც გადაჰყვებათ, მესამის მიღების შემთხვევაში კი ძველი წესი უცვლელად რჩება - ასეთი ათლეტი მოიხსნება იმ კონკრეტული ორთაბრძოლიდან.

ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ ქულა დაფასდა და მოსაგებად გაფრთხილების ნაცვლად აუცილებელი ხდება ილეთის გაკეთება - სავარაუდოდ, ამან სანახაობრივი მხარე უნდა აამაღლოს და ეს წესი სწორედ ამ მიზნით შემოიღეს, მაგრამ ცუდია, რომ დამატებითი დრო არაა შეზღუდული.

არის საშიშროება, შეხვედრა მოსაწყენად დიდხანს გაგრძელდეს. ეს არბიტრებსაც დაუტოვებს მიკერძოების გვარიან ბერკეტს - საშუალება ექნებათ, პიროვნული სიმპათიით ან რაღაც ამგვარი მანკიერი მომენტით ისარგებლონ.

მართალია, მსაჯებსაც ამოწმებენ და საქმეში ვიდეოტექნიკაც ერთვება, მაგრამ ვიყოთ გულახდილები და ბოლო ხანებში ძიუდოში მსაჯობა კრიტიკას ვერ უძლებს, ამ პირობებში კი მიკერძოებაც ბევრია.

* * *

ცოტა საკამათოა, რომ გაუქმდა დისკვალიფიკაცია ხელის მოვლებაზე. ამ "მკვეთრი" წესის უარყოფით მხარეს "ზევით" მალევე მიხვდნენ და გამონაკლისი დაუშვეს - პირველ ჯერზე აფრთხილებდნენ, მხოლოდ განმეორებით შემთხვევაზე ხსნიდნენ, ახლა კი მსგავსი ფაქტი ნებისმიერ ვითარებაში გაფრთხილებით დაისჯება.

ეგ კარგი, მაგრამ ეს წესი თავის დროზე სწორედ ფეხებში "მოძრომიალე" ძიუდოს სკოლების (მაგალითად, აზერბაიჯანული) წინააღმდეგ შემოიღეს და მისი დაბრუნება ხომ არ დაუკარგავს ძიუდოს ავთენტურ სტილს, ანუ ისევ ხომ არ "მოხრის წელში"? თავის დროზე მის წინააღმდეგ იმიტომაც გაილაშქრეს, რომ ძიუდო თანდათან "წაიხარა" და სულ უფრო მოდური გახდა ფეხში ხელით შესვლები.

* * *

დასახელებულთა გარდა, არის სხვა ცვლილებებიც. მაგალითად, იცვლება შებოჭვისა და "ხიდის" წესებიც, დაყოვნება ჩავლებისას - მაშინვე უნდა შეუტიოს, თორემ გააფრთხილებენ, მახრჩობელა ილეთის შესრულების ტექნიკა და სხვა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ორი ვაზარი რო ისევ იპონის ტოლფასია ეს კარგია, იპონთან და ვაზართან ერთად უნდა იყოს იუკოც,რადგან იპონთან და ვაზართან შედარებით იუკო მარტივად შესასრულებელი გდებაა,ხოდა იუკოს და ვაზარის გაერთიანებით ძიუდოისტს,შეუძლია რო ორი მარტივი გდებით იპონი ჩაეთვალოს,რაც არასწორია
YY
09 ნოემბერი 2017 13:25
0
რას დაამსგავსეს ძიუ-დო,სულ გაგიჟდნენ!ჩემპიონატებს ვეღარ უყურებ ამათ შემხედვარე და ეს აისახა კიდეც დასწრებებზე!
ჰაჰაჰაჰა
09 ნოემბერი 2017 11:43
0
მწერალო ერთი მითხარ დეფინიცია რაჯანდაბაა და თვითონ თუ იცი რას ნიშნავს?
niko
09 ნოემბერი 2017 03:44
0
ახალგაზრდული ჩემპიონატი იტო ხოდა დამატებითი დრო გაგრძელდა 13 წუთი ძნელი დასაჯერებელია მარა ვუყურე ლაივში გაფრტხილება თუ არ მიცეს დამატებითში ილეთს სადამდე უნდა ველოდოთ როცა არცერთს აღარ ექნება ილეთის ძალა
ნოდო
08 ნოემბერი 2017 18:04
0
რატო აწვალებენ ერთ ადგილს, ,მაფიოზა ძიუდოს მამები''?წესები დააწესა ცხონებულმა ძიგორომ? რას ეწვალებით?რა გინდათ თქვენც არ იცით.ახალი კანონებით.კი იცით რაც?ფული.მაგრამ დააკარგინეთ ძიუდოს,ყველაფერი.მასხარა მსოფლიო ასე ქვია ამას.ვისაც როგორც უნდა ისე ირგებს...
Giguha
08 ნოემბერი 2017 17:41
0
მალე ძიგორო კანო წამოდგება, რას მიშვებით თქვე...
....
08 ნოემბერი 2017 17:23
0
მოკლედ აჯაფსანდალი დაარქვან ძიუდოს და ეგაა... ულამაზესი სახეობაა სპორტის და როგორ აფუჭებენ, როგორ შეიძლება 2 იუკო იპონს უდრიდეს. იუკო უნდა დაებრუნებინათ როგორც მარტივი გდება, შეეფასებინათ 1 ქულით. ასევე 2 ,,ძველი'' ვაზარი ყოფილიყო იპონი, ხოლო იპონი თავისთავად სუფთა მოგება. ვუყუროთ ეხლა დამატებით დროში ჭადრაკს
qqq
08 ნოემბერი 2017 17:20
0
ესე იგი რა გამოდის,ორი ძველი კოკა,უკვე იპონია?ორი თანამედროვე ვაზარის ნაცვლად,სამი ვაზარით დაწინაურება რომ გახდეს იპონი,ვფიქრობ ეს უფრო სწორი იქნებოდა
სოსო
08 ნოემბერი 2017 17:18
0
ატრაკებენ და უხარიათ.:)
dato
08 ნოემბერი 2017 16:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული