ახალი რეფორმა - ქართულ ძიუდოში ქამრების სისტემა დაინერგება

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის თქმით, გაისად შემოვა ქამრების მინიჭების სისტემა, რაც ორგანიზებულობის და სისტემური სრულყოფისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

ეს საშუალებას მისცემს ფედერაციას, მიაგოს "კეისარს კეისრისა" და ყველას დამსახურებისამებრ მიეგოს, ხოლო მწვრთნელებს გაუჩნდეთ მეტი მოტივაცია, რათა კიდევ უფრო დაიხვეწონ, ისწავლონ და გაეცნონ თანამედროვე ძიუდოს მოთხოვნებს, ანუ გადავიდნენ პროფესიულ რელსებზე.

და უმთავრესი სიაა, რომ სისტემა გულისხმობს ძიუდოს სწორად სწავლებას ბავშვობიდანვე, ანუ საძირკველიდან, თორემ ბავშვობაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება მერე შეუძლებელია.

ამიტომაა აუცილებელი, რომ დამწყებმა მოზარდმა თავიდანვე სწორად ისწავლოს ძიუდო,
სიღრმისეულად ჩასწვდეს მის არსს, მიეჩვიოს აზროვნებას, ანალიზს და სხვას...

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ზემოჩამოთვლილი ხარვეზები გვხვდება არა მხოლოდ დამწყებ, არამედ ძალიან ცნობილ სპორტსმენებშიც, ხოლო ილეთების იაპონური სახელები კი სერიოზული პრობლემაა...

ქევხიშვილმა ამ სისტემასთან დაკავშირებით შემდეგი განგვიცხადა:

- ქამრების შემოღების სისტემა გულისხმობს დახარისხებას იმის მიხედვით, რა უნდა იცოდეს მწვრთნელმა ფერების მიხედვით - ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, შავი...

ყავისფერი ქამრის მფლობელმა უნდა იცოდეს ყველა ილეთი იაპონურად თავისი შესრულებით. ეს ნიშნავს, რომ ჭაბუკების დონეზე ამ ყველაფერში უნდა ერკვეოდეს, რაშიც აქამდე ვერ ერკვეოდეს.

მწვრთნელთა გადამზადებამდე ამას ვერ გავაკეთებდით, ახლა კი ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტმა მწვრთნელმა გაიარა გადამზადების პირველი კურსი, რაც ნიშნავდა ამგვარი დეტალების შესწავლას. მათ სამომავლოდ გამოცდის ჩაბარებასაც მოვთხოვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, არ დავუშვებთ საქართველოს ჩემპიონატში.

აი, ასე ნელ-ნელა, ეტაპობრივად ვიქნებით იმ დიდი სისტემის ნაწილი, რასაც ჰქვია მსოფლიოს ძიუდო, სადაც გარკვეული პრინციპები არსებობს, რომლებსაც უნდა მიჰყვე. ვფიქრობ, ამით საქმისადმი მიდგომაც შეიცვლება.

- რა იგეგმება ქართულ ძიუდოში - ინტერვიუ დავით ქევხიშვილთან
მკითხველის კომენტარები / 2 /
იაპონური ტერმინების ცოდნა/არცოდნა ყოფილა წარატებლობის მთავარი მიზეზი.....
Kostaia
16:33 28-11-2017
0
ჩემი მასწავლებელი გამოსცემს ამ წიგნს
დათო
22:41 17-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული