ფინალი რუსეთში: ლაშა შავდათუაშვილი ოქროს მედლისთის იბრძოლებს!

AutoSharing Option
16 დეკემბერს სანქტ პეტერბურგში მსოფლიოს მასტერსის ფინალში ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი გავიდა, სადაც იაპონელ სოიჭი ჰაშიმოტოს დაუპირისპირდება.

ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) პირველივე წრეში ბელგიელ ევროპის ჩემპიონს, მსოფლიოს ორგზისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსან დირკ ვან ტიხელტის შეხვდა და იპონით დაამარცხა.

შემდეგ კი მონღოლი ოდბაიარ განბაატარს ასევე იპონით მოუგო. მესამე შეხვედრაში შავდათუაშვილმა უზბეკი გიოსონ ბობოევი იპონით დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი (66) პირველივე წრიდან ჩაება შეჯიბრებაში და რუს ანზაურ არდანოვს ვაზარით მოუგო.

შემდეგ კი მოლდოველ დენის ვიერუ
დაამარცხა. მესამე შეხვედრაში კი ქართველი ძიუდოისტი ყაზახ იელდოს ზუმაკანოვთან იპონით დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლისთის ბრძოლაში მარგველაშვილი რუს მიხაილ პულიავეს შეხვდება.

ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამაგიეროთ მკითხაობა და ჭორები რამდენიც გინდა
ლევანი
19:39 16-12-2017
0
იმენა გეტახმები არანაირი ინფორმაცია არ იყო არცერთ სპორტულ საიტზე შავი ფინალში რო არ გასულიყო არც არაფერს არ დაცერდნენ დღეს მთელი დღე იპტვ ზე ვუყურებ ჩვენებს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული