ქართველმა ქალმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
2 ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაო - ასეთი შედეგით დაასრულეს ახალგაზრდა ქართველმა ქალმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ქალაქ მარსელის გარეუბან ოქს ან პროვანსში გამართული საერთაშორისო ტურნირი.

ვერცხლის მედლის მფლობელები მარიამ ჭანტურია და სოფიო სომხიშვილი გახდნენ.

ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა და მზია ბებოშვილმა დაისაკუთრეს.

ტურნირში მონაწილეობას 450-ზე მეტი სპორტსმენი იღებდა.

მომზადებულია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის "ფეისბუქგვერდის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგოებო ძალიან დიდი იმედი გვაქვს თქვენი!!! პროგრესი სახეზეა გააგრძელეთ ეგრე და დიდი შედეგებსაც დადებთ!!!
gurami
22 დეკემბერი 2017 20:01
1

სიახლეები პოპულარული