დღეს, 8 იანვარს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ბაკურიანში გაემგზავრება, სადაც საერთო ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას გაივლის, პარალელურად კი ოთხი ლიდერი უკვე გაფრინდა ავსტრიაში ერთობლივ შეკრებაზე, რომელიც 8-16 იანვარს ქალაქ მიტერსილში გაიმართება.
იქ ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამეპრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი (66), ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73), მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი უშანგი მარგიანი (90) და ევროპის სამგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (100) მიდიან.
ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა არჩევანი შარშანდელი სეზონის მედალოსნებზე გააკეთა,
ავსტრიაში ბექა ღვინიაშვილი (90) და გურამ თუშიშვილიც (+100) უნდა წასულიყვნენ, მაგრამ ამ ეტაპზე მწვრთნელებმა ისინი სახლში დატოვეს და ბაკურიანში წაიყვანენ.
მიტერსილში ჩვენგან ქალთა ნაკრებიც გაფრინდა იმავე ერთობლივ კემპზე, სადაც ზუსტად იმავე რიცხვებში მარიამ ჯანაშვილი (52), მზია ბებოშვილი, ეთერ ლიპარტელიანი (ორივე - 57), მარიამ ჭანტურია (63) და სოფიო სომხიშვილი (+70) ივარჯიშებენ.
ბაკურიანული შეკრება ორი კვირის განმავლობაში ჩატარდება. შესაბამისად, ჩვენები იანვარში შეჯიბრებებში არ გამოვლენ, მხოლოდ თებერვლიდან ჩაებმებიან ტურნირებში.
შეკრების დასრულების შემდეგ ისინი თბილისში დაბრუნდებიან და აქ გააგრძელებენ ვარჯიშს, რათა ფიზიკური, ანუ ძალისმიერი ვარჯიშებით "გაუხეშებული" სხეული ტატამზე საჭიდაო კონდიციამდე მიიყვანონ.
იხილეთ სტატიის გაგრძელება Lelo.ge-ზე