ქართველმა ძიუდოისტებმა გრან სლემზე ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს

AutoSharing Option
პარიზის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) ჯერ აზერბაიჯანელი აბდულა რასეულუ გამოთიშა ასპარეზობას, შემდეგ სამხრეთ კორეის წარმომადგენელს იეიონგ ლის აჯობა, 1/4-ფინალში იპონით გერმანელი ედუარ ტრიპელი დაამარცხა, ნახევარფინალში იაპონელ კენტა ნაგასავას სძლია, ფინალში კი სამწუხაროდ იპონით იაპონელ სოიჩირო მუკაისთან დამარცხდა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ნუგზარ ტატალაშვილმა მოიპოვა. მან კანადელ ანტუან ვალუა - ფორტიეს სძლია.

ბრინჯაოს მედალს აგრეთვე ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) დაეუფლა (ხორვატი ზლატკო კუმრიჩი დაამარცხა).

რაც შეეხება გურამ თუშიშვილს (+100 კგ), ნახევარფინალში იაპონელ კოკორო კაგეურასთან მსაჯებმა
დასაჯეს, რადგან ჩათვალეს, რომ მეტოქეს განზრახ მიარტყა მუხლი სახეში.

შეგახსენებთ, ტურნირზე ვერცხლის მედალი ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ზედმეტ ემოციებს ხარჯავთ ჭიდაობის დროს. ნერვები უნდა დააწყნაროთ და მშვიდად და ყურადღებით იჭიდაოთ და უკეთესი შედეგები იქნება. ფსიქოლოგიურად ჭირდებათ ჩვენს სპორტსმენებს დახმარება ყველაზე მეტად. იაპონელებისგან ისწავლეთ როგორ მშვიდად უნდა იჭიდაო როგორი კონცენტრაციით და თუნდაც წინა წრეებში მოგების შემთხვევაში როგორ მშვიდად უნდა შეხვდე მოგებას. არ უნდა მოგებას და არც წაგებას ემოციები. თავმდაბლობა და სიმშვიდეა საჭირო. ჩვენი ბიჭები დიდ ენერგიას წირავენ ემოციებს ჭიდაობის დროს და ალბათ ტატამს გარეთაც შეხვედრებამდე. დავიჯერო ამას მწვრთნელებიდან ვერავინ ხედავს? ლიპარტელიანი და შავდათუაშვილი ამ მხრივ საუკეთესოები არიან ამიტომაც აღწევენ უკეთეს შედეგებს.
giorgi
12 თებერვალი 2018 10:31
0
მეტი ყურადღება არის საჭირო მეტოქის საჭიდაო სტილის საპირისპიროდ ტაქტიკის ასარჩევად, გვინიაშვილმა უყურადგებობით გაუშვა გდება მუკაი სწრაფია და ზუსტად ის ჩავლება უნდა აერიდებინა რითაც მოყვა გდებაზე, როცა იცი ჩახტომით კისრულს აკეთებს კარგად მოწინააღმდეგე, შანსიც არ უნდა მიცე რო ჩავლება მაგ გდებისთვის დაგიჭიროს ეგ ერთი, მეორე, ის რომ თუშის უნდა მუშაობა გამძლეობაზე და აშკარად გამოჩნდა კიდე ერთხელ მსოფლიოზე მონგოლთან მარცხის მერე, რო უჭირს ამ კაცს დაბლებთან ჭიდაობა, დაბლებს ვერ აგდებს მაჯებიდან და ზემოდან გადავლებულზე საერთოდ ვერ მუშაობს, მწვრთნელების გასაგონად ვამბობ და კარგია თუ კითხულობენ კომენტარებს რო ამუშაონ ეგ კაცი დაბლებთან საჭიდაოდ, გადავლებულზე "გარეფეხზე" და ა.შ. თორე ამ ნაკლის გამო დაკარგავენ ბევრჯერ კიდე მედალს. ლიპოს რაც შეეხება ჭკვიანურად წიდაობს ფაქტია მაგრამ იმ ილეტზე რომელზეც მარესთან მოყვა პირველი შემთხვევა არ არი და რასაც ვერ აკეთებს ან უნდა კარგად დაამუშაოს ან შეეშვას და რაც გამოდის იმაზე დაიჭიროს მეტოქე ჯობია როცა ამ რანგის შეჯიბრზე გამოდის, საწყენია როცა მოგება შეგიძლია და აგებ შეცდომის გამო რაც Xშირად მოსდით ჩვენებს.
Twin
12 თებერვალი 2018 10:01
0
სულ ეგ ხართ?
ნეო
12 თებერვალი 2018 09:42
0
ვულოცავ ბიჭებს მოპოვებულ მედლებს. ცოტაოდენი უყურადღებობის გამო დაისაჯნენ ლიპო და ბექა...ლაშაც იმსახურებდა გამარჯვებას და უბრალოდ არ გაუმართლა. აი გურამ თუშიშვილი კი მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ტალანტია(ამაზე წინასწარი შეხვედრებიც მეტყველებს), ფიზიკურად მაგრად მოიკოჭლებდა. ტურნირზე არცერთი ბრძოლა არ ჩაუტარებია სრულად ისე იოლად ამარცხებდა მეტოქეებს და მიუხედავად ამისა იაპონელზე ბევრად მეტად დაღლილი ანდა ძირითადი დროის ბოლო წუთებზე. დამატებითში კი თეზაე ძლივს იდგა. მისი საქციელი კი სასოწარკვეთის გამოვლინება იყო, რაც არ ეკადრება და მსაჯებმა აპატიეს. ასე დაიკარგა კიდევ ერთი საპრიზო ადგილი. ლიპოს აშკარად კარგი ფსიხოლოგი სჭირდება, დანარჩენს კი კარგი ფიზიკა და მსგავსი ვარსკვლავები იაპონიის ჰეგემონიას დაამხობენ. არ იდარდოთ ბიჭებო, კიდევ ბევრი შესაძლებლობა გექნებათ დაამტკიცოთ თქვენი სიძლიერე...საინტერესოა ხომ ვერ დაწერთ რუსები რატომ არ იყვნენ პარიზში?
emigranti
12 თებერვალი 2018 01:11
0
არც გინახავთ ა მოხდა და ზეპირად ურახუნებთ რაც მოგადგებათ.თუში კიარ დამარცხდა საერთოდ არ გამოსულა ვახავიაკთან დაპირისპირებაში.ცოტ პროფესიონალიზმი არ გვაწყენდა.ვულოცავ ბიჭებს.ცუდი შედეგი არაა წლის დასაწყისში.
რაგბიჯუდო
11 თებერვალი 2018 23:39
0
ახალი წესებით არასპორტული საქციელისათვის დამარცხება მისჯილი სპორტსმენი შეჯიბრს ეთიშება და ვეღარც მედალს იღებს.რაც შეეხება გურამს,მეოთხედ ფინალში მატიაშვილის დამმარცხებელ იაპონელს 7 წამში მოუგო და ჩემთვის გაუგებარია ნახევარ ფინალში ასე რატომ გაუჭირდა,ორი წუთის შემდეგ უკვე აშკარად ეტყობოდა,რომ წამოდგომა უჭირდა,შეიძლება ტრავმა მიიღო.არ კოჭლობდა,მაგრამ როგორღაც უცნაურად,თითქოს ცალ მუხლზე იწეოდა ადგომის დროს.ის გაფრთხილებაც უფრო დაღლილობის გამო მიიღო მე მგონი,თვალებში ვეღარ იყურებოდა წესიერად დაღლილობისაგან და მოძრაობაც ვეღარ მოზომა,მე მგონია.აი პაპინაშვილი დისკვალიფიკაციისა კი მართლა ვერაფერი გავიგე და ისედაც,ძალიან ხშირი იყო ერთსა და იგივე ქმედებაზე სხვადასხვა ნაირი შეფასება,თანაც მასპინძელთა სასარგებლოდ.მარგველაშვილს ილეთი გაეპარა და პირველივე შეხვედრაში დამარცხდა,მატიაშვილი მთელი შეხვედრა უტევდა და მსაჯებმა მეტოქეს გაფრთხილებები არ აღირსეს,ბოლო წამებზე კი წამით კონცენტრაცია დაკარგა და დროც გათავდა.ჩემთვის ყველაზე უსიამოვნო იყო ზებედა რეხვიაშვილის ასეთი მარცხი.შეიძლება რაღაც გამოგრჩეს და ილეთი გაგეპაროს,მაგრამ ერთ წუთში ორ ვაზარს რომ გაატარებ,თან მაროკოელი მოჭიდავისაგან,ამის ახსნა გამიჭირდება.სხვა ბიჭებმა მგონი ნორმალურად იჭიდავეს,ჩხვიმიანმაც მგონი შეიძლება მსაჯობაზე დაიჩივლოს,ლიპოს მომენტიც მე მგონი საკმაოდ სადავო იყო,აი ტატალაშვილმა კი მაგრად იბრძოლა,მეოთხედფინალში მსაჯებმა მაგრად გაწირეს,მაგრამ იქვე ისეთი მეორე ვაზარი გაუკეთა ფრანგს,რომ მსაჯებმა ხმა ვეღარ ამოიღეს და ნახევარფინალში გადაიტანეს მისი მოშორების საკითხი.ბექამ მშვენივრად იჭიდავა და ფინალში რაც მოხდა,თქვენც ნახეთ,მე ის უფრო მაღელვებს,ის ტრავმა ფინალში,სერიოზული არ იყოს,რაღაც ცუდად წაუვიდა ფეხი.
სოსო
12 თებერვალი 2018 10:54
0
რაღაცას რომ წერთ ჯერ ხომ უნდა დააზუსტოთ და მერე გამოაქვეყნოთ, თუშიშვილი არ დამარცხებულა, იგი რეპეშაჟის ფინალში არ გამოუცხადდა მეტოქეს იმიტომ რომ მსაჯებმა უსამართლოდ მოხსნეს ნახევარფინალში, ისევე როგორც პაპინაშვილს წააგებინეს გუშინ და ისიც არ გამოცხადდა რეპეშაჟის ფინალში, ასე რომ სანამ რამეს დაწერთ ჯერ ჯობია დააზუსტოთ, ხალხი სიცრუეში ნუ შეგყავთ
David
11 თებერვალი 2018 23:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული