რუსეთში გასამართ გრან სლემზე საქართველო 8 ძიუდოისტით გამოვა

AutoSharing Option
17-18 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გასამართ გრან სლემზე საქართველოს ნაკრები 8 ძიუდოისტით გამოვა.

60 კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი იასპარეზებს, 73 კგ-ში კი - ზვიად კაპანაძე.

81 კგ-ში ძალებს ზებედა რეხვიაშვილი და თამაზ კირაკოზაშვილი ცდიან.

100 კგ-ში - ონისე სანებლიძე და დავით იზბეთელაშვილი, მძიმე წონაში კი გურამ თუშიშვილი და ონისე ბუღაძე იასპარეზებენ.

მომზადებულია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის Facebook-გვერდის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ბიჭებო!
lelo
22:02 16-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული